| საქართველო vs მალტა 8 ოქტომბერი
21:00 |
|
თემურ ქეცბაიამ, 8 ოქტომბერს
მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის საქართველოს
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. ეროვნული გუნდის თავკაცმა ნაკრებში 24 ფეხბურთელს უხმო: მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ( "ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო”), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი”);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ( "კაისერისპორი”,
თურქეთი), კახი კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”,
ინგლისი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - "რუბინი”, რუსეთი),
მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი”, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო”,
უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860”, გერმანია), ნიკა კვეკვესკირი
("ბაია”);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”,
გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა”, სერბეთი), ჯანო ანანიძე
("სპარტაკი”, მოსკოვი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი”, ნალჩიკი, რუსეთი),
ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო”), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), დავით
დევდარიანი ("ორჰუსი”, დანია);
თავდამსხმელები: ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი”), მათე
ვაწაძე ("დინამო”), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”), ლადო დვალიშვილი
("მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი”, ნალჩიკი, რუსეთი).
ევროპის 2012
წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მორიგი შეხვედრისათვის
მზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. მალტისა
და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს ბორის
პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
|