უეფას დირექტორი დავით პეტრიაშვილი და მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ემსახურებიან. 17 აგვისტოს ქართული დუეტი ერთად აკონტროლებდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშის მატჩს კიევში, ადგილობრივ "დინამოსა" და "აიაქსის" შორის.
სამშაბათ-ოთხშაბათს კი, ჯგუფური ეტაპის სტარტზე, უეფამ ისინი სხვადასხვა მატჩებზე გადაანაწილა: კვარაცხელია დონეცკის "დონბასარენაზე" "შახტარისა" და ბელგრადის "პარტიზანის" მატჩზე მიავლინა, პეტრიაშვილი კი ბურსაში, იქაური "ბურსასფორისა" და "ვალენსიას" მატჩს დირექტორობდა.
|