ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 17:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » კვარაცხელიაც "დინამოში"
12:47
კვარაცხელიაც "დინამოში"

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/showpic_medium.jpg


გია კვარაცხელია თბილისის "დინამოს" შეუთანხმდა და, სავარაუდოდ, მალე კლუბში ჩაირიცხება. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია, მაგრამ მხარეები ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. 30 წლის ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბის მაისურა მოურგია, ორი დღეა ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კვარაცხელია რუსთავის "ოლიმპიდან" ბრესტის "დინამოში" გადავიდა. როგორც მაშინ ფეხბურთელმა გვითხრა, აგვისტოს ბოლოს კლუბმა ხელფასის განახევრება შესთავაზა, რაც ბელარუსიდან მისი წამოსვლის მიზეზი გახდა.
შემდეგ რევაზ ძოძუაშვილი თავუზის "თურანში" იწვევდა, მაგრამ აზერბაიჯანში თამაში არ ისურვა. სწორედ მას შემდეგ დაუკავშირდა თბილისის "დინამო" და ვეტერანი ნახევარმცველი წინადადებას დათანხმდა.

"დინამოში" მისი იმედი არა ნახევარდაცვის, არამედ, დაცვის ცენტრში აქვთ. ამ პოზიციაზე გია რუსთავის "ოლიმპშიც" თამაშობდა და ეროვნულ ნაკრებშიც. ბუნებრივია, კვარაცხელიას საქართველოში იმ პირობებს ვერ შესთავაზებენ, რასაც უცხოეთში იყო შეჩვეული, მაგრამ უთამაშებლობას ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამჯობინა და, რაც მთავარია, თბილისის "დინამოს" სახელი ფეხბურთელებზე დღემდე მოქმედებს.

კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტს მეორედ აფორმებს. პირველად "დინამოში" 16 წლის ასაკში, 1996 წელს დავით ყიფიანმა მიიწვია და დუბლშემადგენლობაში ავარჯიშებდა, თუმცა, სამ თვეში ძირითადში გადაიყვანა და კლუბის ღირსებას 1999 წლამდე იცავდა - მერე თბილისელებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და კვარაცხელია ძოძუაშვილმა "ლოკომოტივში" გადაიბირა.

როგორც შევიტყვეთ, გამოცდილმა ფეხბურთელმა "დინამოს" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ლურჯ-თეთრი მაისურით მაისამდე ითამაშებს. თუმცა ოფიციალურად ჯერ დინამოელად ვერ ჩაითვლება, რადგან ბრესტის "დინამოს" მისი გათავისუფლების ფურცელი არ გამოუგზავნია.

ასე რომ, დავით მუჯირის, ირაკლის ლილუაშვილისა და გიორგი ციმაკურიძის შემდეგ "დინამო" კვარაცხელიათიც ძლიერდება. მაგრამ ეს მარტო "დინამოს" კი არა, საქართველოს ჩემპიონატსაც აძლიერებს - რაც უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს ლეგიონერთა დაბრუნების პროცესი, მით უკეთესი დონის პირველობა გვექნება...

მაგრამ "დინამოს" პრობლემებიც აწუხებს: ჯერ კიდევ მკურნალობს თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელსაც კუნთი აქვს გაჭიმული. მათე დღემდე ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, მაგრამ წესით, მოედანს მალე დაუბრუნდება.

ლაზარეთშია "დინამოს" პორტუგალიელი ლეგიონერი პედრო ედნილსონიც. ვაწაძის არ იყოს, წარმოშობით გვინეელ ნახევარმცველსაც არ აქვს მძიმე ტრავმა. სავარაუდოდ, ვაწაძე და ედნილსონი "დინამოს" ვერც 19 სექტემბერს "სამტრედიასთან" მატჩში დაეხმარებიან, ამის შემდეგ ტურში კი მოედანზე მათი გამოჩენის ალბათობა საკმაოდ დიდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 907 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!