ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ ვარჯიში განაახლდა. 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფეხი სამჯერ მოიტეხა, ამჟამად დნეპროპეტროვსკშია და "დნიპროში" ვარჯიშობს - ეს ინფორმაცია მისი ოჯახისგან შევიტყვეთ.
"საბედნიეროდ, ჯაბამ მკურნალობა დაასრულა და ვარჯიშს შეუდგა. მართალია, ფეხი ჯერ კიდევ აწუხებს და ხელს უშლის, მაგრამ გერმანელმა ექიმმა დაამშვიდა - ტკივილები მალე შეგიმსუბუქდება და გაგივლისო", - გვითხრა ფეხბურთელის მამამ. კანკავას "დნიპროსთან" კონტრაქტი 2011 წლის დეკემბერში უმთავრდება. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, მაგრამ უიღბლობამ დატანჯა. გასულ ზამთარს კანკავამ სულ 3 შეხვედრა ჩაატარა. ვარჯიშის დროს თანაგუნდელმა მარცხენა ფეხის ტერფი გაუტეხა...
იმედია, ნიჭიერი ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს და საქართველოს ნაკრებს. "ჯვაროსნებს" ჯაბასნაირი ფეხბურთელი აშკარად აკლიათ...
მერაბ მამულაშვილი
|