გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბ "ვიტესთან", რომლის აქციათა 100 პროცენტს მერაბ ჟორდანია ფლობს, კონტრაქტი 31 აგვისტოს ფაქსით გააფორმა (სად წავიდა არა ტექნიკა?!). მიუხედავად ამისა, გუნდში არათუ თამაშის, ვარჯიში უფლებაც არ ჰქონდა, რადგან არაევროკავშირელია და მას შემდეგ ჰოლანდიაში სამუშაო ვიზას ელოდა. საკონდულოდან დადებითი პასუხი 14 სექტემბერს მიიღო და სამშაბათს აარნემში გაემგზავრა.
ვერ გეტყვით, რა მსგავსებაა "ჯეიმს ბონდის" ბოლო სერიალის "ბონდ" ჯეიმს კრეგსა და საქართველოს ნაკრების კანდიდატს შორის, მაგრამ ჰოლანდიაში ჩასულმა ქართველმა მცველმა მასპინძლებში სწორედ ჯეიმს ბონდის ასოციაცია აღძრა.
არნემის "ვიტესის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება: "თითქოს "ჯეიმს ბონდის" ბოლო სეწრიალის გმირი გამოგვეცხადა, როდესაც კლუბში ქართველი ახალწვეული წარადგინეს. "კაშია, გურამ კაშია", ასე მშრალად წარადგინეს ზოგადად საკმაოდ მეგობრული კაშია. 23 წლის მცველი თბილისის "დინამოდან" გადმოვიდა. "ვიტესის" ერთ-ერთი ახალწვეული კლუბს ოთხშაბათს შეუერთდა. ამას გარდა, კაშია პირველი ქართველია, რომელმაც გუნდის შავ-ყვითელი მაისური ოფიციალურად მოირგო", - იუწყება "ვიტესის" ოფიციალური ვებგვერდი.
"ლელო"
|