ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » გულშემატკივარი მოითხოვს: გადავარჩინოთ სამტრედია!
15:52 გულშემატკივარი მოითხოვს: გადავარჩინოთ სამტრედია! |
| საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში იმერული დერბი გაიმართა: "სამტრედიამ" შინ ქუთაისის "ტორპედოს" 1:0 მოუგო. მიუხედავად ამისა, სამტრედიელ გულშემატკივარს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა. რედაქციაში სამტრედიელმა გულშემატკივარმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ, გაქცევაზე არიან და შესაძლოა, ფოთის "კოლხეთთან" სათამაშოდ არც გავიდნენ, არავინ იცის, ხვალ უმაღლესში ვითამაშებთ თუ არაო. "სამტრედიის" პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი ფინანსურ პრობლემებს ადასტურებს:
- ვერ ვიტყვი, რომ "სამტრედიაში" ბუნტია და ბიჭები თამაშს არ აპირებენ, მაგრამ ფინანასურად მართლა რთული ვითარებაშ აღმოვჩნდით. ზოგიერთი მოთამაშე დაოჯახებულია და ბავშვი სკოლაში უნდა შეიყვანოს, მაგრამ წიგნების ელემენტარული ფულიც არ აქვთ. უკვე აგვისტოს ხარჯის გაწევაც არ შეგვიძლია, რადგან უმაღლესი ლიგის გუნდების კერძო საკუთრებაში გადაცემა რომ გადაწყვიტეს, ბიუჯეტიდან დაფინანსება შეგვიწყვიტეს. შეპირებული სპონსორიც არა და არ გამოჩნდა და დავრჩით ასეთ გაურკვეველ ვითარებაში.
- სპონსორების თემა, თითქოს, გარკვეული იყო... - ჩვენც ასე ვიცოდით, მაგრამ დღემდე არაფერი გამოვიდა. ეს თემა ფედერაციისა და ხელისუფლების უმაღლესი შტოების მოლაპარაკებების შემდეგ გაჩნდა. სამი თვე გვესმოდა, რომ დაგვაფინანსებდნენ და რამდენიმე ცნობილი კომპანიის სახელი გაჟღერდა - "ლუკოილის", "პე-ეს-პეს", "ავერსის", ითქვა "ბილაინზეც", ბოლოს დარწმუნებით გვითხრეს, რომ "რომპეტროლი" გვიპატრონებდა, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა. არადა, ჩემპიონატი დაიწყო და რაც "სამტრედიას" კარგად ახასიათებდა, ხელფასის დროული გაცემა, ეს მტავარი მახასიათებელი დავკარგეთ.
შესაძლოა, ათი დღე ხელფასის გაუცემლობას კატასტროფა არ ეთქმის, მაგრამ გაურკვეველი ვითარება თითოეულ ჩვენგანზე ცუდად მოქმედებს. ბევრი ოჯახი გვიყურებს, ფეხბურთელს ფული არავიზე ნაკლებად არ სჭირდება და რაც მთავარია, უმაღლესი ლიგის გუნდი უფულოდ ვერ იარსებებს. დასანანი ისაა, რომ წელს კარგი გუნდი შევკრიბეთ და გასული წლის შემადგენლობასაც სჯობია. ახლა მეც ძალიან ვნერვიულობ და ჩვენი ფეხბურთელებიც - ახლა რეალურად "სამტრედიის" ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა.
- თქვენს მიერ დასახელებულმა ყველა კომპანიამ სპონსორობაზე უარი თქვა? - საქმე ისაა, რომ პირადად ჩვენ შესაძლო პარტნიორებთან ურთიერთობა არც გვქონია. მათ ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ელაპარაკებოდნენ. ქართულ ფეხბურთში ბრენდების შემოსვლას ხელს ისინი უწყობდნენ და მათგან ვიცი, რომ ამ კომპანიებზე იყო ლაპარაკი. თუმცა, ჩვენთან კონსულტაციისთვისაც არც ერთი ამ კოპმანიის წარმომადგენელი არ მოსულა. ერთი რამ მინდა ვთქვა: ქართული ფეხბურთისთვის ყველა გუნდი მნიშვნელოვანია, ყველას თავისი ფერი გააჩნია და ეროვნულ ჩემპიონატს თავისებურ ელფერს მატებს, მაგრამ "სამტრედიას" მნიშვნელოვანი ფაქტორი გაამოარჩევს: ვისაც ჩვენი გუნდის საშინაო შეხვედრები უნახავს, დამეთანხმება, რომ სამტრედია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო ქალაქია, მაყურებელი სტადიონს ყოველთვის ავსებს და გუნდი წარმატებას სწორედ ხალხის დახმარებით აღწევს.
ამას სხვა ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავთ. ჩვენთან ის ფაქტორი მოქმედებს, რაც სხვაგან ენატრებათ და ასეთ ქალაქში საცოდაობა იქნება, ფეხბურთი რომ ჩაკვდეს და გუნდი უფულობისა და უპატრონობის გამო დაიჩაგროს. სპონსორობას ძალით ვერავის მივუსჯით. თუმცა, გასული სეზონის მსგავსად, წელსაც 380 ათასი ლარი რომ გვქონდეს, არა მგონია ეს დიდი პრობლემა იყოსგასულ სეზონში ამ მწირი ბიუჯეტით ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დავასრულეთ, რაც კლუბის გამართულ მუშაობაზე მეტყველებს - ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვქონდა. იგივე თანხით, შესაძლოა, წელლს მეხუთე-მეექსვე ადგილისთვის ბრძოლა გაგვიჭირდეს, მაგრამ "სამტრედიას" შევინარჩუნებთ და ხალხს ჯიგრიანი თამაშით კვლავ გავახარებთ. თუ საფეხბურთო მილეთი გვერდში არ დაგვიდგა, გუნდი შეიძლება დაიშალოს.
|
"ლელო"
|
ნანახია: 946 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|