ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 1 » დინამომ კაშია "ვიტესში" გაუშვა
19:06 დინამომ კაშია "ვიტესში" გაუშვა |
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გუშინ ევროპაში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარიგებით აღინიშნა: დანამდვილებით ვიცით, რომ თბილისის "დინამოს" მცველი გურამ კაშია, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, კარიერას ჰოლანდიის "ვიტესში" გააგრძელებს. მერაბ ჟორდანიამ კლუბში ქართველების წაყვანაზე დადებული პირობა უკვე შეასრულა. "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო - 23 წლის ცენტრალურ მცველს გათავისუფლების ფურცელი მისცა, რითიც დაადასტურა, რომ ამ ფეხბურთელის მომავლის მიმარ გულგრილი არ არის...
ზაფხულში გურამი დარწმუნებული იყო, რომ პრაღის "სპარტასთან" გააფორმებდა კონტრაქტს, მაგრამ ჩეხები ქართულ მხარეს ვერ შეუთანხმდნენ. შემდეგ ფეხბურთელი ჰაიფას (ისრაელი) "მაქაბიში" გასინჯეს, მაგრამ უვარჯიშებელმა თავი ვერ გამოიჩინა და საქართველოში გულდაწყვეტილი დაბრუნდა...
დროებით ის თბილისის "დინამოში" თამაშზეც დათანხმდა, მაგრამ იმედი ჟორდანიამ დაუბრუნა - "ვიტესის" ახალმა მეპატრონემ ჰოლანდიაში თამაში შესთავაზა. ცხადი იყო, რომ ეს საკმაოდ რთული ტრანსფერი იქნებოდა - მოგეხსენებათ, ჟორდანიასა და "დინამოს" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ ამ შემთხვევაში საღმა აზრმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ 10 მატჩი (2 გოლი) ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა, 5 კი - ეროვნულში. გერმანული "ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება 300 ათასი ევროა. გუშინდელი გარიგების ფინანსური დეტალები ჩვენთვის უცნობია, მთავარი - მაინც თავად შეთანხმებაა, რომელიც ნიჭიერ მცველს ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ლიგაში თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ტრანსფერის ამბავი გიორგი ჭანტურიას ეხება. ჩვენი ინფორმაციით (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს "ლელოში" ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ცნობას) ჭანტურია პირდაპირ "ვიტესის" წევრი არ გახდება. ჟორდანიამ, ფაქტობრივად, უკვე მოაგვარა "ჩელსიში" მისი ჩარიცხვის საკითხი. ამის შემდეგ ის გიორგის "ვიტესში" იჯარით წაიყვანს და ძირითად გუნდში ავარჯიშებს. 17 წლის ჭანტურიასთვის ჰოლანდიის ჩემპიონატი მშვენიერი თავის გამოსაჩენი სარბიელია.
"ლელო"
|
ნანახია: 985 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|