ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 18:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » ჭანტურიამ "ჩელსისთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
17:41
ჭანტურიამ "ჩელსისთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/chanturia-vitesfdfd7_medium.jpg

 არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიონში კვლავ წარუმატებელ თამაშობს, თუმცა მერაბ ჟორდანია იმედოვნებს, რომ გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. ამის თაობაზე "ლელოს" ლევან სულაბერიძემ განუცხადა, რომელიც არნემულ კლუბში ოფიციალური სტატუსით იმუშავებს. ქართველებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზე სწორედ სულაბერიძე გევლაპარაკება...

ლევან სულაბერიძე: "ქართული ფეხბურთისთვის ვიტესი გახდება ფანჯარა ევროპაში"

- ბატონო ლევან, როდის გაგიჩნდათ "ვიტესის" შეყიდვის იდეა?
- გემახსოვრებათ, შოტლანდიაში "ჰართსი" ლიტველმა ბიზნესმენმა ვლადიმირ რომანოვმა შეიძინა. მას ლიტველების კლუბს ეძახდნენ და რეალურად ასეც იყო. რომანოვმა ლიტვის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე წაიყვანა და იმ პერიოდში ამ ბალტიისპირული ქვეყნის ნაკრები, თავის არსებობის ისტორიაში, ყველაზე სოლიდურ გუნდად ჩამოყალიბდა. ეს იმიტომ, რომ ნიჭიერ ბიჭებს რომანოვმა შოტლანდიაში ზრდისა და თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი მიეცათ.

უნგრეთში არსებობს კლუბი "დიორი ეტო", სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ქართველი ლაშა ოდილაძეა და სწორედ მისი დამსახურებაა, რამდენიმე ქართველი რომ აიყვანეს და პროგრესის შანსი მიეცათ. ყოველთვის სადღაც იყო კლუბი, რომელსაც ჩვენი მოთამაშეების გამო ვქომაგობდით - "ფრაიბურგი", "სკონტო", "ალანია" და ა.შ. ყველა მათგანში ქართველები თამაშობდნენ, მაგრამ არც ერთი კლუბის მეპატრონე ქართველი არ გახლდათ, ანუ ჩვენი ფანჯარა ევროპაში მაინც არ გვქონდა.

კარგად გვესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ყოველთვის სინანულით ახსენებდნენ "ჰართსს" - ნეტავ ასეთი კლუბი ქართველებსაც გვქონდესო. იმის თქმა მინდა, რომ "ვიტესში" მისვლამდე მერაბი და მისი მეგობრები ხშირად ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ქართული ფეხბურთისთვის ევროპაში ფანჯრის გაჭრა. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც უცხოეთში გასვლის შანსი არ აქვთ, აქ კი მოსამზადებლად შესაფერისი პირობები არ არის. ჩვენი ჩანაფიქრით, "ვიტესმა" სწორედ ეს ვაკუუმი უნდა ამოავსოს, თუნდაც ნაწილობრივ. არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ქართულ ფეხბურთში ერთადერთი და გამორჩეული როლი უნდა შევასრულოთ. ევროპაში რამდენიმე მოთამაშეც რომ წავიყვანოთ, რომლებიც შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან, ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერება იქნება.

- მოდით, ყველა მოთამაშეზე ცალკე ვილაპარაკოთ. გურამ კაშიამ ვიზა მიიღო?
- მიიღო, ოთხშაბათს უკვე არნემში იქნება და იმედია, კვირას "უტრეხტის" წინააღმდეგ ითამაშებს კიდეც. სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმება რომ გაიარა, გუნდში ყველა გაოცებული დარჩა, რადგან აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო - ფიზიკური მომზადებისა და კონდიციების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. ჰოლანდიელებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო.

- მართალია, თითქოს, გოგიტა გოგუას გადაყვანაც გსურთ?
- გოგუა ძალიან საინტერესო მოთამაშეა, თუმცა ზამთრამდე სხვა ქართველს ვეღარ დავიმატებთ. სამომავლოდ კი, ცხადია, ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ჩვენიანი წავიყვანოთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზრუნავი ევროპასთან ინტეგრირებაა, რაც ქართულ ფეხბურთსაც არანაკლებ სჭირდება. კარგია რუსული, უკრაინული ლიგები, მაგრამ ჰოლანდია სულ სხვა განზომილებაა, ტოტალური ფეხბურთის სამშობლო ნიჭის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით სანიმუშო ქვეყანაა. საქართველოში პრობლემაა 14-15 წლის შემდეგ ბავშვების გაზრდა.

ბევრი ჩერდება და შესაძლებლობას ვერ ავლენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე ფიქრი. 18-წლამდელი ბავშვი რომ ჩაიყვანო, საამისოდ მასზე პასუხისმგებლობა ჰოლანდიურმა ოჯახმა უნდა აიღოს. ახლა არნემში სწორედ ასეთ მოხალისე ოჯახებს ვეძებთ, რომლებიც ქართველ ბავშვებს მიიღებენ. სტაჟირებაზე წელიწადში 5-6 ბავშვიც რომ წავიყვანოთ, დიდი საქმე იქნება. ნახავენ, მათი თანატოლები როგორ ვარჯიშობენ, ცხოვრობენ და ყალიბდებიან პროფესიონალებად. ამას გარდა, ვფიქრობთ, ქართველი მწვრთნელებს სტაჟირებაზე წაყვანასა და ჩვენთან ჰოლანდიელი სპეციალისტები ჩამოყვანაზე, რათა საქართველოში სამწვრთნელო სემინარები ჩაატარონ.

მზადაა პარტნიორობის ხელშეკრულება საფეხბურთო აკადემია "საბურთალო-ოლიმპთან", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სკოლებს ხელს ვკრავთ და ურთიერთობა არ გვსურს. სხვათა შორის, არ შეიძლება არ ვთქვა - რაც ამ სკოლის მეპატრონეებმა გიორგი ჭანტურიას გზაზე დასაყენებლად გააკეთეს, მსგავსი არავის გაუკეთებია. გიორგი ნიჭიერია, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი ბავშვი გაფუჭებულა უყურადღებობით?

- შრომის ვიზა ჭანტურიამაც მიიღო?
- სამწუხაროდ, მას სამუშაო ვიზაც არ მისცეს, რადგან მხოლოდ სრულწლოვნებამდე სამი თვით ადრე შეუძლია კონტრაქტის გაფორმება. თუმცა მერაბის მცდელობის შედეგად, ვარჯიშის ნება დართეს და "ვიტესის" მთავარ გუნდში ვარჯიშობს კიდეც. ვფიქრობ, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის გიოგის ეს პერიოდი ძალიან წაადგება. მწვრთნელს ჭანტურია ძალიან მოეწონა, "სერკლ ბრიუგესთან" 10 წუთში იმდენი მომენტი შექმნა, გადაირია კაცი...

- ვიცით, რომ ჭანტურიას "ჩელსისთან" უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი...
- ასეც არის, გიორგიმ "ჩელსისთან" წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და "ვიტესში" იჯარით ითამაშებს, საიჯარო ხელშეკრულებას კი იანვარში მოაწერს ხელს, ანუ 18 წლის შესრულებამდე სამი თვით ადრე. მთელი ევროპა და მათ შორის ჰოლანდიაც, სერბებითა და ხორვატებითაა სავსე. არადა, მათზე ნაკლები ტალანტები არ გვყავს. ჭანტურიასა და კაშიას დიდ იმედს ვუკავშირებთ, რომ ქართულ ფეხბურთს კარგად წარმოაჩენენ და ჩვენების წაყვანის სურვილი ჰოლანდიის სხვა გუნდებსაც გაუჩნდებათ.

- რომელიმე ქართულ კლუბთან პარტნიორობას თუ აპირებთ?
- მერაბის ჩანაფიქრია, ოთხთა ტურნირი გამართოს, სადაც რომელიმე ქართულ კლუბსა და "ჩელსის" მიიწვევს.
- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჰოლანდიელებს ქართველთა სიმრავლე არ აღიზიანებთ?
- ჟორდანიას მისვლის შემდეგ არნემში სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი დადის. ეს კეთილგანწყობა მერაბის ჟესტმა გამოიწვია - "ვიტესის" ფანკლუბის პრეზიდენტს დაურეკა და გულშემატკივრებთან შეხვედრა მოითხოვა. იმან კი 3000 ფანი მოიყვანა და შეხვედრა ძალიან თბილ ვითარებაში გაიმართა.

აქ კიდევ კარგად არ ვიცით, მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპა რა დღეში ჩააგდო, კლუბების, მათ შორის განსაკუთრებით "ვიტესის" მეპატრონეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ამ დროს ჟორდანიას გამოჩენამ არნემელები ძალიან გაახარა, რადგან ფაქტობრივად გაკოტრებულ კლუბს პერსპექტივა გაუჩნდა. ცხადია, ეს ფანებს გაუხარდათ. მერე ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბის ყიდვის უფლება დართო და საქმე დაიძრა. არნემში მერაბის მიმართ გაღიზიანება კი არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდი პატივისცემა იგრძნობა.

- ...თუმცა გუნდი ჯერჯერობით ზედიზედ აგებს თამაშებს.
- მერაბი კლუბში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე მივიდა და სასურველი მოთამაშეების დროულად მიყვანის საშუალება არ ჰქონია, ახლებს კი ძველებთან შეთამაშება სჭირდებათ. "უტრეხტთან" ახალწვეულების უმრავლესობა ითამაშებს და იმედია, ნავსი გატყდება. გულშემატკივარი გვერდში გვიდგას და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან მოგებაც დავიწყებთ. სეზონის ბოლოს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ევროპის ლიგაზე გასვლას ვიმედოვნებთ, რადგან ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ჯერ დაკარგული არაფერია.

"ლელო"

ნანახია: 934 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!