დასრულდა საიტის მთავარი ადმინისტრატორის 2 - თვიანი არჩევნები, რომელიც გამოკითხვის საშუალებით მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 5 კანდიდატი მონაწილეობდა, ხმა მისცა 197-მა მომხმარებელმა.
არჩევნებში 69 ხმით ანუ 35%-ით გამარჯვებულია ბექა დოგრაშვილი. ასე რომ, საიტს მთავარი ადმინისტრატორი არ შეეცვალა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საიტმა შეინარჩუნა პროფილი და ის კვლავ ქართული ფეხბურთის შესახებ იმუშავებს.
მეორე ადგილზე 63 ხმით ანუ 31%-ით გავიდა გიორგი ჯავახიშვილი. ის თითქმის მთელი არჩევნების განმავლობაში ხმების მიხედვით პირველ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა გადამწყვეტ დღეებში დათმო ლიდერობა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მესამე ადგილზე 36 ხმით - 18%-ით გავიდა სანდრო აბრამაძე.
მეოთხე ადგილზე გავიდა გიო ბაგათელია 18 ხმით - 9%-ით.
ბოლო მეხუთე ადგილზე გავიდა გიგა თეგერაშვილი 11 ხმით, რაც შეადგენს 5%-ს.
|