გუშინ დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის სახელობის მესამე ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი.
შეჯიბრება სამ ასაკში 2000, 2001 და 2002 წლიანებში ჩატარდა, ფესტივალში 52 გუნდის 700-მდე ბავშვმა მოიყარა თავი. გუშინ ყველა ასაკში ფინალური მატჩები "ეროვნულ" სტადიონზე შედგა, ასევე გამოვლინდნენ მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.
2002 წლიანებში პირველობა არავის დაუთმო "ბაქსვუდმა", რომელმაც ფინალში ზუგდიდის "ბაია" 9:4 დაამარცხა. რაც შეეეხება მესამე ადგილოსანს, ეს პატივი "მორკინალს" ერგო.
2001 წელს დაბადებულებს შორის ჩემპიონობა იზეიმა "ოლიმპის" აკადემიის გუნდმა, რომელმაც უმთავრეს მატჩში ნორჩი დინამოს 6:2 აჯობა. მესამე საპრიზო ადგილი ერგო ჩემპიონს", რომელმაც "ლოკომოტივს" 4:2 მოუგო.
2000 წლიანებს შორის, რომელიც "პირველი არხის" პირ ... კითხვის გაგრძელება »