გერმანიის ქალაქ ფარელში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა.
დღეს ჩვენი მოზარდები ნახევარფინალში მიონხენგლადბახის ”ბორუსიას” შეხვდნენ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გერმანელებმა იმარჯვეს 4:3.
მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები დანიურ ”ოლბორგს” გაეჯიბრა და 0:1 დამარცხდა.
ტურნირის გამარჯვებული კი ”ლევერკუზენი ” შეიქნა, რომელმაც ”გლადბახს” 2:1 მოუგო.