რუსეთის პირველი დივიზიონის
მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილმა "ვოლგამ"
ომსკის "ირტიშს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.
დუბლის შესრულება მოახერხა ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ,
რომელმაც თავი 45–ე და 47–ე წუთზე მოახერხა. მაგრამ მიღწეულით არ
დაკმაყოფილდა და 49–ზე პარტნიორსაც გაატანინა.
მარცვალაძე მე–60 წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითადში იმყოფებოდა და
შეუცვლელად გაისარჯა მეორე ჩვენებური ედიკ საჯაია.
"ვოლგას" 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 ქულით მეათე ადგილზე
იმყოფება.