შოთა არველაძე (”კაიზერსპორის” მთავარი მწვრთნელი)
შოთა არველაძემ თურქული "კაისერისპორი" რამდენიმე დღის წინ 2 წლით ჩაიბარა. 37 წლის ქართველმა მწვრთნელმა უკვე გუნდის გაძლიერებაზეც დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში წერენ, რომ არველაძეს თავდასხმის ხაზის გაძლიერების მიზნით, 26 წლის თავდამსხმელის კრის ბოიდის გადაბირება სურს.
"ძალიან მინდა ბოიდი ჩემს გუნდში ვიხილო. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, თავად კრისს რა სურს. ფეხბურთელს კარგ პირობებსა და ანაზღაურებას შევთავაზებთ. მინდა, პირადად ვესაუბრო მას და დავარწმუნო თურქეთში გადმოვიდეს სათამაშოდ", - აღნიშნა შოთიმ.
ბოიდი, გასულ სეზონში "რეინჯერსში" თამაშობდა, მას შოტლანდიის პრემიერ-ლიგაში 32 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი.
მირანდა სურმანიძე
goli.ge