ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მაისი » 14
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები 21 მაისს
გერმანიაში გაემგზავრება და ბრემენის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
მატჩები 23-24 მაისს გაიმართება.
ტურნირში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი მონაწილეობს. ჩვენებურთა
ჯგუფში არიან: ”ვოლფსბურგი”, ”ჰანზა” და ”ვიტესი”. მერვედფინალში ყველა
გუნდი გადის, მერე კი წაგე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც მოგეხსენებათ,
რუსეთის პრემიერ-ლიგაში შესვენებაა გამოცხადებული. შვებულებაშია გასული
ჯანო ანანიძის მოსკოვის ”სპარტაკი”, რომელიც, სავარაუდოდ, 5 ან 7 ივნისს
შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გუნდი ვარჯიშს საკუთარ
ბაზაზე, ტარასოვკაში დაიწყებს.
შემდეგ გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ
შეხვედრას გამართავს. ავსტრიის შემდეგ ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები
მეორე შეკრებას შვედეთში გაივლიან.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მოსკოვის 'დინამოს' ოფიციალური საიტის ცნობით, ავსტრიაში სადაც გუნდი
შეკრებას 12–დან 26 ივლისამდე გაივლის 'ზესტაფონს' ამხანაგურად გაეჯიბრება.
დედაქალაქელების სხვა სპარინგ პარტნიორებს რაც შეეხებათ, ესენია: პრაღის
'სპარტა' და სლოვაკეთის 'ჟილინა.' ჯერ–ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი და დრო,
თუმცა უახლოეს მომავალში შევიტყობთ ვრცელ ინფორმაციას, ზესტაფონის
შეკრებასთან დაკავშირებით.
თორნიკე ცირამუა
შესახებ: |
სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტმა (თავმჯდომარე რ. ლორთქიფანიძე)
ა/წ 4-დან 12 მაისამდე განიხილა 2010-11წწ. სეზონის უეფას საკლუბო
ტურნირებისა და უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ლიცენზიის მაძიებელთა
განაცხადები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
- ჩემპიონატის ლიდერი ოთხეულის საფეხბურთო კლუბებმა: `ოლიმპი~, `დინამო
თბილისი~, `ზესტაფონი~, `ვიტ ჯორჯია~, რომლებმაც სპორტული შედეგით მოიპოვეს
უეფას 2010-11წწ. საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება, მიიღეს უეფას
ლიცენზიები.- ეროვნული ლიცენზია, ზემოხსენებული ოთხეულის გარდა, მიიღეს
საფეხბურთო კლუბებმა: `სპარტაკი~, `გაგრა~, `მგლები~, `სიონი~,
`ლოკომოტივი~, `ტორპედო 2008~, `კოლხეთი~ (ფ.), `ჩიხურა~. უმაღლესი და
პირველი ლიგების დანარჩენმა კლუბებმა ვერ მიიღეს ეროვნული
ლიცენზიები.- სანქციაქვემდებარე კრიტერიუმების შეუსრულებლობისა და
სხვადასხვა სადისციპლინო დარღვევისთვის ზოგიერთ საფეხბურთო კლუბს ასევე
დაუწესდა სადისციპლინო სანქციები.
სა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ 22 მაისს თბილისს რამდენიმე დღით ეწვევა
რიჩარდ სალერი, რომელიც ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მესამე
საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ მატჩებს დაესწრება.
დღეს მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა რიჩარდ სალერსა და თბილისის
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა თამაზაშვილს შორის. სალერმა
საუბარში განაცხადა, რომ ბილეთები უკვე შეძენილი აქვს და 22 მაისს
საქართველოს დედაქალაქში იქნება. აქვე გეტყვით, რომ უკვე მესამე
წელია, რაც თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორია გერმანული
სპორტული მწარმოებელი "სალერი".
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|