რუსულ პრემიერლიგაში დღეს (06.05.10) მორიგი ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებიც მონაწილეობდნენ
ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "ზენიტთან" 1:3 წააგო და ლიდერობა დაკარგა. ქართველთაგან სტუმართა რიგებში ტრადიციულად, გოგიტა გოგუამ, ალექსანდრე ამისულაშვილმა და დავით სირაძემ იასპარეზეს. ეს უკანასკნელი 56–ე წუთზე შეცვალეს, გოგიტა კი 78–ეზე. გატანილ გოლებში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. რუსული პრესა ერთხმად აღიარებს, რომ 0:0–ზე არბიტრმა სანკტ–პეტერბურგელთა კარში ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა.
ლევან გვაზავას "ტერეკი" გასვლით მატჩში "ტომთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 73–ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში საყაიმო, 1:1 იყო.
დაბოლოს, მოსკოვის "სპარტაკისა" და მაჰაჩკალის "ანჟის" შეხვედრა, რომელში
...
კითხვის გაგრძელება »