მთავარი » 2010»მაისი»23 » ”ანელიას სახე” კამერუნი-საქართველოს მატჩის დროს (აი, ასე უყვართ ფეხბურთი ჩვენთან)
03:06
”ანელიას სახე” კამერუნი-საქართველოს მატჩის დროს (აი, ასე უყვართ ფეხბურთი ჩვენთან)
პარადოქსია, მაგრამ კამერუნი-საქართველოს ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი ჰოლანდიურ, დანიურ და თქვენ წარმოიდგინეთ თვით იაპონურ ტელეარხზეც კი გადაიცემა, მაშინ როცა 1 არხზე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) ტელესერიალი ”ანელიას სახე” გადის, რომლის მოკლე შინაარსიც ასე ჟღერს: ”სახედამახინჯებული მარიანა - პლასტიკური ქირურგიის წყალობით,
მომხიბვლელ ანელიად იქცევა და ბოროტებას დაუპირისპირდება”. საინტერესოა არა?! აი, ასე უყვართ ფეხბურთი ჩვენთან! ამ მოკლე სტატიით, ჩვენ არავის საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ ვაპირებთ, მაგრამ შემდეგ კოლეგა დავით მინაშვილისგან თავის გამამართლებელ სიტყვებს ნამდვილად არ მივიღებთ. არა მგონია კამერუნი-საქართველოს მატჩს უფრო ნაკლები მაყურებელი ჰყოლოდა, ვიდრე ”ანელიას სახეს”. ეს არ არის უბრალო პრობლემა. თუ ჩვენ გვინდა ქართული ფეხბურთის წამოყენება მაინც, ეროვნული ნაკრების მატჩებს არ უნდა ვანაცვალოთ ანელიას სახეებისმაგვარი პროგრამები. ამით არ გვინდა ამ სერიალის მაყურებლებს (თუ ჰყავს საერთოდ) ინტერესი და უფლება შევულახოთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ხმამაღლა. ხომ გვაქვს უფლება ეროვნული ნაკრების თამაშს ინტერნეტით არ ვეძებდეთ? საქართველოს ნაკრების თამაშის ჩვენების ნადირობაზე საუბარიც არაა. ქართული ტელეარხები ჯერ შორს არიან, ამდაგვარი კონკურენციისაგან. ასე რომ, 25-ში ან ზემოთ ჩამოთვლილი უცხოური ტელეარხები უნდა დავიჭიროთ, ანდა ინტერნეტის საშუალებით ამ ლინკზე - http://www.myp2p.eu/broadcast.php?matchid=77344&part=sports - შეგვეძლება თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე ამხანაგური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის თვალყურის დევნება.
+100000 ubralod sircxvilia meti arapero rato ver unda moaxerxo sad cxovrobt ra kvekanashi amis dedavatire monatrebuli gvka xalxs pexbuti zlivs ragac imedi gamochnda da amasac karoche ra ................................