ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მაისი » 12
როგორც უკვე მოგახსენეთ, ომარ თეთრაძე "ვოლგას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადც მან ალექსანდრ პობეგალოვი შეცვალა. ამის შესახებ რუსული "СЭ" გუნდის პრეზიდენტს ალექსეი გოიხმანს გაესაუბრა. საუბრის დიდი ნაწილი რათქმაუნდა ომარ თეთრაძეს ეხებოდა. - ბოლო თამაშებში გუნდს არც შედეგი ჰქონდა და არც თამაშის ხარისხი იყო მისაღები, ამიტონ ალექსანდრ პობეგალოვმა თავად გადაწყვიტა კლუბის დატოვება. წარმატებებს ვუსურვებთ მას. - ომარ თეთრაძის გარდა თუ განიხილებოდა სხვა კანდიდატურები? - კი, მაგრამ არჩევანი სწორედ თეთრაძეზე შევაჩერეთ, რომელთანაც ბოლო ორი წელია მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ვიცოდით რომ მას სხვა გუნდებიც ეპატიჟებოდნენ და ამიტომ მოლაპარაკებებს დაჩქარებული ტემპებით ვაწარმოებდით. შევხვდით პობეგალოვის გადადგომის მეორე დღესვე, ორმოციოდე წუთი ვისაუბრეთ და ხელი ხე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ისრაელში თასის ფინალი გაიმართა. ზურაბ
მენთეშაშვილის თელ ავივის "ჰაპოელმა” ჰაპოელისავე "ბნეი იეჰუდა” 3:1
დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. თელ ავივის ”ჰაპოელმა”
მერვედ მოიპოვა ქვეყნის თასი, ტიტულის მფლობელი მენთეშაშვილიც გახდა. goli.ge
შესახებ: |
მოგეხსენებათ, 26 მაისს გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი, თბილისის დინამოსა და თბილისის ვიტ-ჯორჯიას შორის. შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება და ფინალს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
ბოლო დროს ფინალის დროსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, თბილისის დინამოს კაპიტან გურამ კაშიას კომენტარი ვთხოვეთ.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ჩემი აზრით ეს იქნება რიგითი თამაში, სადაც როგორც ყოველთვის მცირე რიცხოვანი მაყურებელი მოვა. ფეხბურთელისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად დროსაც აქვს მნიშვნელობა და სულ სხვანაირად არის განწყობილი, სამწუხაროა, რომ თასის ფინალი 14.00 საათზე გაიმართება, ჩემი აზრით მატჩზე მხოლოდ 2000–მდე გულშემატკივარი მოვა", განაცხადა გურამ კაშიამ ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ნალჩიკის "სპარტაკის" საიტზე სრულდება გამოკითხვა, რომელშიც მე-9 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დასახელდეს ამ კლუბიდან. უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ პირველი, მესამე და მეოთხე ადგილები ქართველებმა დაიკავეს. საუკეთესოდ დავით სირაძე დასახელდა 38.5%, გოგიტა გოგუა 11%-ით მესამეა, ხოლო მეოთხე ადგილზე 4,1%-ით ალეკო ამისულაშვილი გავიდა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|