"დუკლა” (სლოვაკეთი) - "ზესტაფონი” (საქართველო) 1:0 (1:0)
22 ივლისი, 2010 წელი. ბანსკა-ბისტრიცა, "შტიავნიჩკი”. 2880 მაყურებელი.
"დუკლა”: ბოროში, ხუჩკო, პოლიოვკა, ადამიკი, პანჩიკი, ბრაშენი
(პიხი, 65), ვაიდა (პლევა, 68), სავიჩი, დურიში (დურიცა, 75), გაიდოში,
სეიე. მთავარი მწვრთნელი: კაროლ მარკო. "ზესტაფონი”: კვასხვაძე, ბენაშვილი (ალადაშვილი, 56),
გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 57),
გრიგალაშვილი, აფციაური (ფიფია, 83), გელაშვილი, დვალი. მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. გაფრთხილებები: ვაიდა (49), პიხი (71), ელიავა (79),
ადამიკი (87). გოლები: 1:0 დურიში (28). მსაჯები: დრაგომირ სტანკოვიჩი, ვლადანკო პანიჩი, რადე
ვუკელიჩი (ყველა სერბეთი). 2010 წლის 22 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2010-2011
წლის უეფას ევროპის ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა.
განმეორებითი მატჩი პირველივით წარმატებული ვერ გამოდგა - შეხვედრა
სლოვაკთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში
საბოლოო წარმატების მისაღწევად მინიმალური მარცხიც საკმარისი გამოდგა ...
შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები
თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.
გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ და ბურთი
ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. მასპინძლები საწადელის მიღწევას სტანდარტულების
გამოყენებით ცდილობდნენ, ხოლო ქართველები მასპინძლებს სწრაფი
კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა სწრაფი
იერიში მიხალ
დურიშმა დააგვირგვინა. შედეგად, შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა
მინიმალური უპირატესობით - 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა კიდევ უფრო
დაწინაურება ისევ მიხალ დურიშს შეეძლო, მაგრამ მისი სახიფატო
დარტყმა ოდნავ ასცდა როინ კვასხვაძის კარს. 59-ე წუთზე ვრატისლავ გაიდოშის
უძლიერეად გასროლილი ზესტაფონელთა კარის ძელმა მოიგერია. 64-ეზე კი უკვე ჯაბა
დვალმა ვერ შეძლო ხელსაყრელი მომენტის გამოყენება. მალევე შოთა ბაბუნაშვილი
ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა სლოვაკთა
გოლკიპერმა პეტერ ბოროშმა.
ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა ნიკოლოზ
გელაშვილს, მაგრამ მან ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე
მასპინძლებმა კი სცადეს ორმატჩიანი დუელის ბედის გადარჩენა, თუმცა ბევრს
ვერაფერს გამორჩნენ და მატჩის სერბი არბიტრის დრაგომირ სტანკოვიჩის
საფინალო სასტვენმა ბანსკა-ბისტრიცას "შტიავნიჩკის" სტადიონზე
შეკრებილ 3 000-მდე მაყურებელს ზესტაფონელთა ევროპის ლიგის მესამე
საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა აუწყა . უეფას
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იმერელთა მეტოქე უკრაინის
ქალაქ ლვოვის საფეხბურთო კლუბი ”კარპატი”
იქნება. ქართულ-უკრაინული დაპირისპირების პირველ შეხვედრას 29
ივლისს ლვოვის სტადიონი "უკრაინა" უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი მატჩი დავით
აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება ...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
|