ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 27
ბოლნისის "სიონის" სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელ ცვლილებასთან
დაკავშირებით ჩვენი ვარაუდი გამართლდა - კლუბის ხელმძღვანელობის
გადაწყვეტილებით გუნდის მთავარ მწვრთნელად 32 წლის გიორგი ყიფიანი
დაინიშნა. ყიფიანი ქუთაისის "ტორპედოში", "ვიტ ჯორჯიასა" და ბოლნისის
"სიონში" ასპარეზობდა. ასევე გამოდიოდა ლატვიურ "სკონტოში", ბერძნულ
"პანეტოლიკოსში", ებრაულ კლუბებში - ბეერ შევას "ჰაპოელსა" და იერუსალიმის
"ჰაპოელში". მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანი ფეხბურთში დარჩა
და სამწვრთნელო საქმის შესწავლას შეუდგა. სწავლობდა ისრაელშიც და
საქართველოშიც, მიღებული აქვს სამწვრთნელო სერთიფიკატიც.
შესახებ: |
რატომ უარყო ლევანმა ჰოფენჰაიმი?
როგორც ჩანს, 20
წლის თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის უთამაშებლობის საგა დასრულდა. გასული
წლის მიწურულს, საახალწლო-საშობაო არდადეგების გამო თბილისში ჩამოსული
ლევან მჭედლიძე "პალერმოში" აღარ დაბრუნებულა. მიზეზად კი პალერმოელთა
გუნდის მთავარ მწვრთნელ დელიო როსის მხრიდან უნდობლობა და სათამაშო
პრაქტიკის არქონა დაასახელა. რა თქმა უნდა, ძნელია ფეხბურთელი გაამართლო,
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დელიო როსი გამიდმებით ჰპირდებოდა ჩვენებურს
გათამაშებო, მაგრამ გასული სეზონის პირველ ნახევარში მჭედლიძემ "პალერმოში"
მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზეც და ჯამში 31 წუთი დაჰყო
მოედანზე.
ზამთრის პაუზისას ლევანს არაერთი მთხოვნელი ჰყავდა.
ბოლოს "ნაპოლიდან" მიიღო რეალური შეთავაზება, მაგრამ... კონტრაქტი
"ემპოლის
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ ჩეხურ
"ბანიკთან" 0:6 განადგურებას "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან
გელა გომელაურის წასვლა მოჰყვა – ოფიციალური ინფორმაციით, მან თანამდებობა
საკუთარი სურვილით დატოვა.
მის ნაცვლად ვეტერინარების მთავარ მწვრთნელად მერაბ კოჭლაშვილი
იმუშავებს, რომელსაც კლუბში არაერთი წელიწადი გაუტარებია და ამ
თანამდებობაზეც ბევრჯერ უმუშავია. კოჭლაშვილს გუნდის ამჟამინდელ
მდგომარეობასა და სამომავლო მიზნებზე ვესაუბრეთ. თავდაპირველად კი მას
"ბანიკთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაზე ვკითხეთ.
-
ოფიციალურად, "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გასულ სეზონშიც თქვენ
იყავით, გომელაურის გარეშე კი გუნდს "ბანიკთან" განმეორებით შეხვედრაში
უხელმძღვანელეთ. როგორ წარიმართა მატჩი ჩეხეთში?
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს ღამით "დინამოელები" კიევის გავლით ვენაში გაფრინდებიან. გუნდი გრაცში
სასტუმრო "სან-მარკოში" დაბინავდება. უეფას ევროპის ლიგის მესამე
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "შტურმი"-"დინამო" ავსტრიაში ადგილობრივი დროით 21
საათსა და 30 წუთზე /თბილისის დროით 22.30/ დაიწყება. კახი კაჭარავს
განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იქნება: ლორია, შეყრილაძე, თომაშვილი,
კაკუბავა, მამუჩაშვილი, კოშკაძე, თექთურმანიძე, ედნილსონი, ჯუისი,
რობერტინიო, ხმალაძე, კახელიშვილი, ლექვთაძე, მეტრეველი, გველესიანი,
ფირცხალავა, სიხარულიძე, ჩადუნელი.
შესახებ: |
ქართულ ფეხბურთში მომუშავე მსაჯებს მობეზრდათ უფულოდ მუშაობა და პროტესტის
"უკიდურეს” ფორმას მიმართეს - თუ სფფ და პფლ მათ კუთვნილ ანაზღაურებას ორ
აგვისტომდე არ დაფარავენ, ისინი ამ დღეს დანიშნულ სამსაჯო ნორმატივებს არ
ჩააბარებენ, რაც ექვს აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას საფრთხეს
შეუქმნის.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ორშაბათ დილიდან მსაჯთა
სიმრავლე იყო. ფედერაციის სამსაჯო განყოფილების გეგმის მიხედვით, 26 ივლისს
წინასწარი ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 50-მდე სპორტულად
გამოწყობილი ახალგაზრდა, სარბენ ბილიკზე გასვლას არ აპირებდა.
ამასობაში, საგამოცდო კომისიაც (სერგო კვარაცხელია, ლევან ფანიაშვილი,
მერაბ მალაღურაძე, ავთო შალამბერიძე, ოთარ გუნთაძე) შეიკრიბა და
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საფეხბურთო კლუბ
”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ლვოვის ”კარპატთან” ევროპის ლიგის
მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას 29
ივლისს სტუმრად გამართავს. ქართული დელეგაცია
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. პრეზიდენტები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში "საქმიანი" ვიზიტით იმყოფებოდნენ ვენესუელაში, სადაც შეხვდნენ იქაურ პრეზიდენტს უგო ჩავესს. ეს ამბავი ჩვენი საიტის ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი ფაქტი. როგორც ჩანს, ამ შეხვედრას დაემთხვა დიეგო მარადონას ვიზიტი ვენესუელაში, რითაც ისარგებლა კოკოითმა და გულთბილი ფოტო-სურათი გადაიღო ფეხბურთის ლეგენდასთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ამბავი ქართულ მედია სივრცეში არ გახმაურებულა და ეს სურათიც ქართული ვებ-საიტებიდან (თუ არ ჩავთვლით ფორუმულ საიტ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც გავიგეთ, ბოლნისის "სიონში" ცვლილებების მორიგი ეტაპია მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია, ისევე როგორც "სიონი", ასევე ყველა კლუბი კერძო
კომპანიების მფლობელობაში უნდა გადავიდეს. შესაბამისად, სააქციო
საზოგადოება "მადნეულის" მფლობელობაში ბოლნისის "სიონის" გადასვლას
ბოლნისელი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის. სპონსორის საკითხის
გადაწყვეტის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ხვიჩა ქასრაშვილმა გუნდი უკვე დატოვა და როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში
გვითხრეს ახალ თავკაცად 4 ვარიანტი განიხილება და ყველაფერი ამ დღეებში
გადაწყდება.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი მთავარ
მწვრთნელად გიორგი ყიფშიძის დაბრუნებაა, რომელმაც გასულ სეზონში "სიონის"
დუბლშემადგენლობაში წარმატებით იმუშავა და გუნდი მე-3 ადგილზე გაიყვანა.
ჩვენს მერ მოპოვებული ინფორმაციით შესაძლოა სამწვრთნელო შტაბში ახალი სახე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|