ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 22
"დუკლა" 1-0 "ზესტაფონი" (ფოტომასალა)
შესახებ: |
"დუკლა” (სლოვაკეთი) - "ზესტაფონი” (საქართველო) 1:0 (1:0)
22 ივლისი, 2010 წელი. ბანსკა-ბისტრიცა, "შტიავნიჩკი”. 2880 მაყურებელი.
"დუკლა”: ბოროში, ხუჩკო, პოლიოვკა, ადამიკი, პანჩიკი, ბრაშენი
(პიხი, 65), ვაიდა (პლევა, 68), სავიჩი, დურიში (დურიცა, 75), გაიდოში,
სეიე. მთავარი მწვრთნელი: კაროლ მარკო. "ზესტაფონი”: კვასხვაძე, ბენაშვილი (ალადაშვილი, 56),
გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 57),
გრიგალაშვილი, აფციაურ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს 19:00 საათიდან ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის "დუკლა"-ზესტაფონის" მატჩის პირდაპირ რადიო-რეპორტაჟს. არაა გამორიცხული,
"ბანიკი"-ვიტ ჯორჯიას" პირდაპირი რეპორტაჟიც შემოგთავაზოთ. შეგახსენებთ,
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ხოლო 20:45 წთ-დან 1 არხზე დაიწყება "დინამო"-გეფლეს" პირდაპირი ტრანსლაცია, თუმცა სტადიონზე მოსვლა ჯობს. ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია.
შესახებ: |
შინ "დინამოსთან" 1:2 წაგების შემდეგ, შვედური "გეფლე" გუშინ გვეწვია.
სასტუმრო "რადისონში" დაბინავებულმა ჩრდილოელებმა, გუშინ ეროვნულ სტადიონზე
მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. "გეფლეს" თავკაცმა პერ ოლსონმა
საქართველოში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. შვედებს არც თუ მცირე დანაკლისი
აქვთ: გუნდის მთავარი მეგოლე ალექსანდრ გერნდტი "ჰელსინგბორგში"
გაასხვისეს. ომარ ჯავო და "დინამოს" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ჰანს
ბერგრენი ტრავმირებულები არიან.
გუშინ საღამოს შვედებმა ეროვნულ
სტადიონზე, საათზე ოდნავ მეტხანს ივარჯიშეს. ოლსონმა ჩვეულებრივი, მსუბუქი
წვრთნა ჩაატარა, რომელიც კარში დარტყმებით დაასრულა. აშკარად ჩანდა, რომ
"გეფლეს" ფეხბურთელები კარში ძლიერად
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"ბორჯომისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე
კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. 24 წლის თავდამსხმელი (მეტსახელად "კანუ")
ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) "დაუგავაში" ჩაირიცხა, რომლის მთავარი
მწვრთნელიც ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია გახლავთ.
რამდენიმე
დღის წინ, ფოთის "კოლხეთმა" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან"
საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ღონღაძეს დაიმატებდა. მანამდე ქუთაისის
"ტორპედოში" ჩარიცხვაზე იყო ლაპარაკი და კლუბის ინტერესი თავად ფეხბურთელმა
დაგვიდასტურა. მამუკა საქართველოში თამაშს აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მისი
გეგმები შეიცვალა - ტანმაღალი თავდასხმელი ლატვიაში წავიდა. მამუკას
გუშინ დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- მამუკა,
გვეგონა საქართველოს პირველობაზე გიხილავდით, შენ კი ლატვიაში აღმოჩნდი. -
ლატვიაში
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნთან"
სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, გიორგი ადამია და მისი გუნდი
"ყარაბახი" ჩრდილოელებს საპასუხო შეხვედრაში დღეს უმასპინძლებენ. ამ მატჩის
წინ აზერბაიჯანული პრესა ქართველი თავდამსხმელის აზრით დაინტერესდა.
ვებგვერდ ეხტრატიმე.აზ-თან საუბარში გიორგი ადამიას "პორტდაუნთან" განვლილ
და დღეს გასამართ მატჩზე დაეკითხნენ. "პორტდაუნი" ზუსტად ისეთივე
გუნდია, როგორსაც ველოდით. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, დაცვაში
ყურადღებით თამაშობს და კონტრიერიშებზეა ორიენტირებული. სტუმრად 2:1
მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი ფორა გვაქვს. თუმცა,
საპასუხო შეხვედრაში ფრესა და ძალების დაზოგვაზე კი არ უნდა ვიფიქროთ,
არამედ "პორტდაუნი" კიდევ ერთხელ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს "ინტერს" შინ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩემპიონთა
ლიგის II საკვალფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონ "ლეხთან", კახა ცხადაძის
გუნდმა ლამის სასწაული მოახდინა. "ინტერმა" 84-ე წუთზე კარლსონსის გოლის
წყალობით 1:0 მოიგო და თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელიც 0:0
დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ცხადაძემ სასტარტოში გიორგი
ლომაია, კახაბერ მჟავანაძე (71-ე წუთზე შეცვალეს), ილია კანდელაკი და
დავით ოდიკაძე ათამაშა, ვალერი აბრამიძე კი სათადარიგო იყო.
გიორგი
ლომაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატჩში. პენალტების სერიაშიც საქართველოს
ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა 2 პენალტი აიღო, თუმცა სერია 3:3 დასრულდა და
გამარჯვებულის გამოსავლენად პირველ აცილებულ პენალტამდე გაგრძელდა.
სამწუხაროდ, ფეხი სწორედ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით სლოვაკეთში გაემგზავრა. დილის 10:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათში ქართული გუნდი პოპრადის აეროპორტში ჩაფრინდა.
პოპრადის აეროპორტიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ჩავიდნენ და სასტუმრო ”დიქსონში
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"დუკლასთან" საპასუხო
მატჩისთვის, "ზესტაფონი" სლოვაკეთს დღეს გაემგზავრება. მოგეხსენებათ,
ზესტაფონელებს ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული მურთაზ დაუშვილი არ
ეყოლებათ. შესაბამისად, შუა ხაზს და მთლიანად გუნდს, სასურველი
შედეგისთვის, დიდი გარჯა მოუწევს.
თბილისიდან გამგზავრებამდე, იმერელთა გუნდის ერთ-ერთ
ლიდერს, ნახევარმცველ თორნიკე აფციაურს სასტუმროში მივაკითხეთ და
ვესაუბრეთ. თემა იყო, "დუკლასთან" განვლილი და მომდევნო მატჩები, ახლანდელი
და პოტენციური მეტოქე, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები...
- საუბარი "დუკლასთან" ზესტაფონში თამაშით დავიწყოთ. ამ მატჩს დღეს როგორ იხსენებთ?
-
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გუშინ რუსული პრემიერლიგის მე-11 ტურის გამოტოვებულ მატჩში "ლუჟნიკიზე"
შეკრებილმა მაყურებელმა ერთბაშად 8 გოლი იხილა, "სპარტაკმა" "სიბირს"
"ჰოკეის ანგარიშით", 5:3 მოუგო და რაც ყველაზე მთავარია, 17 წლის ჯანო
ანანიძემ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა რუსეთის ჩემპიონატში.
ჩვენებურმა ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. 23-ე წუთზე ბრაზილიელმა არიმ
ქართველს ბრწყინვალე პასი მისცა, მას შეეძლო საჯარიმოს კუთხიდან მეკარესთან
პირისპირ გასვლამ, მაგრამ ჯანომ სხვანაირად განსაჯა, ცენტრისკენ
გადაინაცვლა და კოვალევსკის შორეულ კუთხეში გაუტანა. 67-ე წუთზე ჯანო
საჯარიმოს ხაზის გაყოლებაზე შეიჭრა მეკარესთან პირისპირ, ბრწყინვალედ
"მოტეხა" მცველი და კოვალევსკის გაუტანა. ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი
იყო, 77-ე წუთზე ანანიძეს ჰეთ თრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამჯერად მას
აჯობა პოლონე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|