როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ევროპის ლიგის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპის
პირველი შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს
ორივე გუნდი ხსენებულ სტადიონზე ივარჯიშებს. თავდაპირველად ეროვნულის
გაზონი "ბანიკს" დაეთმობა, რომელთა ვარჯიშიც 18:00 საათზე დაიწყება და ერთ
საათს გასტანს, ხოლო "ვიტ–ჯორჯია" კი 19:00 საათზე წაივარჯიშებს. აქვე
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება.
დღეს გამოქვეყნდა ფიფას კოკა-კოლას რეიტინგი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 პოზიციით წინ წაიწია და 237 ქულით 111-ე ადგილი დაიკავა. ჩვენი ნაკრები მოქცეულია ორი აფრიკული ქვეყნის შორის: ტანზანია 112-ე ადგილი და ზიმბაბვე-110-ე ადგილი. იმედია პროგრსი გაგრძელდება და ასეულს მაქსიმალურად სწრაფად დავაღწევთ თავს.
სფფ–ს XVIII ყრილობა 15 ივლისს, 11 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. დღის წესრიგში 11 საკითხია. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი 2010 წლის განვლილი პერიოდის 6 თვის ანგარიშია, რომელსაც სფფ–ს პრეზიდენტი ზვ
... კითხვის გაგრძელება »
6 აგვისტოს ზესტაფონში, ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნება. ერთმანეთს ორი
იმერული გუნდი ''ტორპედო'' და ''ზესტაფონი'' დაუპირისპირდებიან. არ
შევცდები თუ ვიტყვი, რომ სტადიონზე ცარიელი ადგილი არ იქნება .
''უმაღლესს'' დანატრებული ქუთათურები პირველ მატჩს არცერთ შემთხვევაში არ
დააკლდებიან. ზესტაფონის სტადიონი კი, გულშემატკივრის ნაკლებობას ისედაც
არასოდეს უჩივის. შეიძლება ვინმემ თქვას, აგვისტოს ბუღში ვის ეცლება
ფეხბურთვისო, მაგრამ ''ტორპედოს'' ფან-კლუბს ხომ ''ჯუნგლები'' ჰქვია, ხოდა
''ჯუნგლებს'' სიცხე ვერ შეაშინებთ. ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი
დაიწყება, ''ტორპედო'' ყველაფერს აკეთებს, რომ ელიტაში ღირსეულად დაბრუნდეს. ნესტორ მუმლაძის შეგირდებმა უკვე მოასწრეს რამდენიმე ამხანაგური
მატჩის გამართვა. 26 ივნისს ''ტორპედომ'' '''სამტრედია'' მიიღო და
ბიბილაშვილის გოლით იმარჯვ
... კითხვის გაგრძელება »
ფეხბურთელი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლების
თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, პარლამენტის
თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს . აღნიშნულ
მიმართვას ხელს აწერს 50-მდე ადამიანი, ძირითადად სპორტული სამყაროდან. როგორც
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, მზად არის, ოჯახთან
ერთად, დემეტრაძეს თავდებად დაუდგეს. მისივე თქმით, დემეტრაძეს
ფეხბურთის სფეროში კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა და უახლოეს მომავალში უცხოურ
საფეხბურთო კლუბში აპირებდა წასვლას. მიმართვის მიხედვით, დემეტრაძემ
საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, წარმატებული ფეხბურთელი გახდა
და ქვეყანა არაერთხელ ასახელა. ამ თვისებებიდან გამომდინარე, კალაძის
თქმით, აქვთ თხოვნა, გაითვალისწინონ დემეტრაძის ღვაწლი, თავდადება ქართულ
ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიიღონ გ
... კითხვის გაგრძელება »
2010-11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოში
დაიწყო, სადაც კახა ცხადაძის "ინტერმა" პოლონურ "ლეხთან" მინიმალური
სხვაობით წააგო - 0:1 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა. ქართველმა
მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი თანამემამულე ათამაშა: გიორგი
ლომაია, ილია კანდელაკი, კახაბერ მჟავანაძე და დავით ოდიკაძე. კანდელაკს
"ინტერში" ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ოდიკაძეს გარდა კი ყველა ჩვენებურმა
90-90 წუთი ითამაშა (ოდიკაძე 82-ე წუთზე შეცვალეს), სათადარიგოთა სკამზე
ვალერი აბრამიძე იჯდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელი გიორგი ლომაია იყო, რომელმაც "ინტერის" დაცვის რამდენიმე
შეცდომა გამოასწორა. ლომაიამ მხოლოდ ერთხელ ვერ უშველა გუნდს, როცა 47-ე
წუთზე მცველებს არტურ ვიხნიარეკი გაეპარა. "არმინიაში" და "ჰერტაში"
ნათამაშები ვიხნიარეკი 1997 წლის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა მშობლიურ
"ლეხში" და გამარჯვები
... კითხვის გაგრძელება »
რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში I დივიზიონის "ვოლგამ" 5:0 გაანადგურა
ნალჩიკის "სპარტაკი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თავიდანვე შევნიშნავთ, რომ
პრემიერლიგურმა კლუბმა მეორე შემადგენლობით ითამაშა და დაისაჯა კიდეც.
სტუმართა შემადგენლობაში არ ყოფილან არც გოგიტა გოგუა და არც დავით სირაძე.
ომარ თეთრაძემ კი ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე სასტარტო შემადგენლობაში
დააყენა. 38-ე წუთისთვის, როცა საჯაია შეცვალეს, უკვე 4:0 იყო.
მარცვალაძემ გუნდის მესამე გოლი გაიტანა 23-ე წუთზე. ქართველი ფორვარდი
73-ე წუთზე შეცვალეს.
სხვათა შორის, "ვოლგას" ოფიციალური საიტი
წერს, რომ მარცვალაძის, საჯაიას და თეთრაძის გამოჩენამ "ვოლგას"
გულშემატკივარი შემატა. დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილობრივ ქართველთა გუნდი
ქართული დროშებით მხურვალედ გულშემატკივრობს "ვოლგას". "სპორტ ექსპრესთან"
ინტერვიუში ოთარ მარცვალაძემ I წრე შეაჯამა:
... კითხვის გაგრძელება »