ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 03
სან მარინოს "ფაეტანოს" მთავარი მწვრთნელი სერენო ურალდი ძალიან გულთბილი ადამიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" უშანსოდ დამარცხდა, სინიორ ურალდი თამაშის დასრულების შემდეგ მაინც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე ...
- გვინდოდა, რაც შეიძლება ნაკლები სხვაობით დავმარცხებულიყავით, მაგრამ ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა. "ზესტაფონმა" ძლიერად ითამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა.
- მატჩმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საბოლოოდ, როგორც იქნა გაირკვა, რომ შოტლანდიელმა ფორვარდმა კრის ბოიდმა "კაიზერსპორში" გადასვლაზე უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ თურქული გუნდის ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ბოიდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა "კაიზერსპორში" გადასვლას, მაინც გაუცრუა იმედები. მართალია შოტლანდიელს ოფიციალური უარი ჯერ არ უთქვამს, მაგრამ ალბათ ოფიციალურადაც მალე განაცხადებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოიდს 2-წლიან კონტრაქტს და კვირაში 50 000 გირვანქას სთავაზობდნენ.
ბექა დოგრაშვილი
შესახებ: |
თბილისის
"დინამო" არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპულ საფეხბურთო
სამყაროშიც ცნობილი ბრენდია. პატარა ამბავი ხომ არ არის, გუნდმა თასების
თასი მოიგო და თავისი 85-წლოვანი ისტორია სხვა არაერთი ტიტულითა თუ
მნიშვნელოვანი წარმატებით გაამდიდრა. გუნდს, რომელიც თითქმის მთელი
ქართული ფეხბურთის ისტორიაა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეეცვალოს მეპატრონე.
ცნობილ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ლონდონში მოულოდნელად
გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ხმები, რომლის თანახმადაც, მის
მფლობელობაში მყოფ თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე ეყოლებოდა. მაშინ
ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ახალ მეპატრონედ რუსი ოლიგარქები
დასახელდნენ - ჯერ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი, შემდეგ კი ბორის
ბერეზოვსკი. თუმცა მაშინ ეს ხმები ხმებადვე დარჩა, "დინამოს" პატრონობა
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გააგრძელა. მას
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც სააგენტო BILD.DE იტყობინება, "მიუნხენ 1860"-ის ყოფილ
მწვრთნელს, ევალდ ლიენენს რომელიც 'ოლიმპიაკოსს' მომავალი სეზონიდან
ჩაიბარებს, ძალიან სურს ქართველი მცველის, მათე ღვინიანიძის დამატება.
მათეს კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და "ოლიმპიაკოსს" მის
შესაძენად გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა როგორც ლიენენმა
განაცხადა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ღვინიანიძე "მიუნხენ 1860"-ში 2006 წლიდან ირიცხება და მის რიგებში
ჩატარებულ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მოსკოვის ”ცსკას”
ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლის
გაკეთება მოახერხა. ”ცსკას” რეზერვისტებმა ”ლფკ ტორპედო” 7:0 გაანადგურეს
და როგორც არმიელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 2 გოლი ქართველის
ანგარიშზეა.
ძალამიძე 67-ე წუთზე შეცვალეს.
championat.ge
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|