ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 23
თბილისის "დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა კაშიამ, ექვსთვიანი კონტრაქტი
გააფორმა ცხინვალის "სპარტაკთან”. 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი,
რამდენიმე დღის წინ ისრაელის ლიგატ-ალის რამათ განის "ჰაპოელში” იყო
გასინჯვაზე, თუმცა იქ დარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კაშიამ "მსოფლიო
სპორტს” უთხრა, ვიზის პრობლემამ შეაფერხა და ამიტომაც ვერ დარჩა ისრაელში. "გადაწყდა,
რომ ზამთრამდე ცხინვალის ‘სპარტაკში” დავრჩები. კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
თბილისის "დინამოში” დარჩენა? იყო მიზეზები, რის გამოც, "დინამოში” აღარ
მივბრუნდი. ამაზე საუბარი აღარ მსურს”, – გვითხრა უფროსმა კაშიამ, რომელიც
"დინამოს” აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია. აქვე ვთქვათ შოთას
უმცროს ძმაზე, გურამ კაშიაზეც. მასთან დაკავშირებით სიახლე არაფერია, თუმცა
არაა გამორიცხული, გურამი მალე ერთ-ერთ უცხოურ გუნდში გადაბარგდეს.<
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში ვართ: საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსიში” გადავიდეს. გეცოდინებათ, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს” აღზრდილი ჭანტურია კატალონიურ "ბარსელონაში” იჯარით იყო წასული. გიორგიმ "ბარსას” ჟუვენილ ბ-ში ყოჩაღად ითამაშა და კატალონიელებმა კონტრაქტი გაუმზადეს, თუმცა... სავარაუდოდ, "ჩელსი” უკეთეს ხელშეკრულებას შესთავაზებს 17 წლის ფორვარდს. ჭანტურია ამჟამად თბილისშია. "მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა და საუბარი არა მარტო "არისტოკრატებში” შესაძლო გადასვლას, არამედ ბარსელონაში გატარებულ პერიოდსაც შეეხო.
- ამჟამად სად ვარჯიშობ? - საგურამოში, გიორგი დევდარიანის 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად. - "ბარსელონაში” როდის გეწყება ვარჯიში? - თუ "ბარსელონაში” დარ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები, რომელშიც 3-ქართულმა
კლუბმა და ქართველი ლეგიონერების კლუბებმაც მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის
,,დინამომ'' განმეორებიტ მატცშიც შეძლო შვედური ,,გეფლეს'' დამარცხება 2:1
(2:1 პირველი შეხვედრა) და მესამე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა სადაც
მათი მეტოქე ავტრიის ბუნდესლიგის 4-ადგილოსანი გრაცის ,,შტურმი'' იქნება.
სკ
,,ზესტაფონმა'' გასვლით შეხვედრაში 0:1 დათმო (3:0 პირველი მატჩი)
სლოვაკურ ,,დუკლასთან'', მაგრამ მაინც გავიდა მესამე ეტაპზე სადაც უკარინულ
ლვოვის ,,კარპატს'' დაუპირისპირდება.
,,ვიტ ჯორჯიამ'' კი,
რომლებმაც 1-კვირის წინ სამარცხვინოდ 0:6 წააგეს შინ ჩეხურ ,,ბა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
შვედეთში დაწყებული საქმე, თბილისის "დინამომ" გუშინ, წარმატებით
დაასრულა. ჩვენმა ვიცე-ჩემპიონმა "გეფლე" ჩრდილოეთის დარად, თბილისშიც 2:1
დაამარცხა. ჩვენი გუნდის მიერ ჯამში გატანილი 4 გოლის ნახევარი, მათე
ვაწაძის ანგარიშზეა. ამიტომაც იყო, გუშინ შვედებს ვაწაძეზე განსაკუთრებული
მეურვეობა რომ ჰქონდათ დაწესებული. მათემ თავისი საქმე გუშინაც გააკეთა.
თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, მოედანზე გაკეთებულ "შავი სამუშაოს"
ვგულისხმობთ, რომელიც თვალში საცემი არ არის, მაგრამ წარმატებას კი დიდად
განაპირობებს.
რა თქმა უნდა, შვედური ბარიერის გადალახვაში, თითოეულ
დინამოელს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გუშინდელი მატჩიდან უდავოდ
გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც საგოლე პასის
გარდა, სხვა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"ვიტ ჯორჯიამ" ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთ სეზონში ერთი
სირცხვილი აკმარა - "ეროვნულ სტადიონზე" 0:6 მარცხის შემდეგ მერაბ
კოჭლაშვილის გუნდმა გუშინ ჩეხურ ოსტრავაში, თქვენ წარმოიდგინეთ და, არ
წააგო. "ბანიკი" და "ვიტ ჯორჯია" 0:0-ს დასჯერდნენ. არადა აშკარად
საფუძვლიანი შიშები გვქონდა, რომ...
საპასუხო მატჩს დეტალურად აღარ
ჩავეძიებით, ანდა რომელი ჭკუათმყოფელი განიხილავს დაპირისპირების მეორე
ნახევარს სერიოზულად, როცა პირველი გუნდს (თანაც შინ) 0:6 აქვს წაგებული.
მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ამ ეტაპზე ისიც კარგია, რომ "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ
არ გაგვხადა მთელი ევროპისთვის თითით საჩვენებელი მაგალითი და ქა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|