ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 18.08.2019, 23:22


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 2 » "ზესტაფონის" წარმატებული სტარტი ევროპის ლიგაში
01:12
"ზესტაფონის" წარმატებული სტარტი ევროპის ლიგაში

 

2010 წლის 1 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2010-2011 წლის ევროპის ლიგის გათამაშების სასტარტო შეხვედრა. ტურნირის პირველი მატჩი იმერელთათვის ძალიან წარმატებული გამოდგა - ქართველმა ფეხბურთელებმა აპენინელი სტუმრები 5-0 გაანადგურეს ...

უეფას ევროპის ლიგის ახალი გათამაშების დაწყებასა და მატჩის მონაწილე გუნდებს მასპინძელთა 4 000 ქომაგი ოვაციით შეეგება. პირველივე წუთებიდან მოყოლებული უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს, თუმცა სათამაშო უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა იმერლებმა მხოლოდ 20-ე წუთზე მოახერხეს - ნიკოლოზ გელაშვილის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა ტემპს უმატეს და შემდეგ ოთხ წუთში კიდევ ორჯერ იხეირეს - 23-ე წუთზე ირაკლი ძარიას დროული გადაცემით ჯაბა დვალმა ისარგებლა, ხოლო 24-ეზე წინა ეპიზოდის გმირმა ასისტენტობა გაუწია ნიკოლოზ გელაშვილს, რომელმაც დუბლი აუღელვებლად გაიფორმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჯაბა დვალმა გახადა - 62-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, გოლის ავტორს საგოლე პასი ისევ ირაკლი ძარიამ გაუკეთა. 90-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი დღევანდელ შეხვედრას შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გორგიაშვილმა დაუსვა, საგოლე პასი კი შოთა გრიგალაშვილმა მიითვალა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით და უსერიოზულესი განაცხადი შემდეგ წრეში გასასვლელად - 5-0.

ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ”ფაეტანოსთან” გასამართ განმეორებით შეხვედრას ”ზესტაფონი” სან მარინოში 8 ივლისს გამართავს...


http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/faetano/DSC04901.JPG  http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/faetano/DSC04923.JPG


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ნანახია: 639 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!