ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 21:57


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » "ზესტაფონის" სტუმრობა ლვოვში (ვიდეომასალა)
00:33
"ზესტაფონის" სტუმრობა ლვოვში (ვიდეომასალა)
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC06006.JPG

29.07. 20:15 საათი. ლვოვი. "უკრაინა”. როპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდი. I მატჩი
"კარპატი” (ლვოვი, უკრაინა) – "ზესტაფონი" (საქართველო) 1:0 (1:0)


"კარპატი”: ტლუმაკი, ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშჩიპკო, გოდვინი (გრიგორი ბარანეცი 77), ხუდობიაკი, ტკაჩუკი, ზინიოვი (გურული 53),  კოჟანოვი (ბორის ბარანეცი 85), ბატისტა.
მწვრთნელი: ოლეგ კონონოვი.
"ზესტაფონი”: კვასხვაძე, ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (ფიფია 80), გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი (აფციაური 58), დვალი, გელაშვილი (ლომია 90+3).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლი: ხუდობიაკი (6).
გაფრთხილება: კოჟანოვი (30), მილოშევიჩი (86).
არბიტრი: ლარს კრისტოფერსენი (დანია).


2010 წლის 29 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი, რომელსაც ლვოვის სტადიონმა "უკრაინამ" უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა...

 

შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები ზესტაფონელთათვის წარუმატებელი გამოდგა, მიმდინარეობდა შეხვედრის მეექვსე წუთი, როდესაც იგორ ხუდობიაკმა თავური დარტყმით თავის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი როგორც როინ კვასხვაძის, ასევე ანდრიი ტლუმაკის კართან ნაკლებად იქმნებოდა. ყველაზე მეტად გამოსარჩევია ჯაბა დვალის სახიფათო გარღვევა, როდესაც ქართველთა ფორვარდი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ბურთი დაიკარგა ...

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს კიდეც. ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა, მაგრამ ანდრიი ტლუმაკთან პირისპირ გასულმა, მცველთან ორთაბრძოლაში, ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა. ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში, თორნიკე აფციაური ურტყამდა სახიფათო პოზიციიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართველ შემტევს სიზუსტემ უღალატა. 90-ე წუთზე იგორ ხუდობიაკის დარტყმის შემდეგ აშკარა გოლს ზესტაფონელები ზაალ ელიავამ გადაარჩინა. მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 5 აგვისტოს 20:00 საათზე გაიმართება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ნანახია: 746 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!