ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 15:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 9 » ზესტაფონთან ფრე სან მარინოში ზეიმია
02:05
ზესტაფონთან ფრე სან მარინოში ზეიმია
http://www.seeklogo.com/images/S/SC_Faetano-logo-0871B24337-seeklogo.com.gif    0-0    http://internet.ge/v2/news_images/200906021057.gif

ფაეტანო-ზესტაფონი    0:0 (0:5)
8 ივლისი. სერავალე. ოლიმპიკო. 400 მაყურებელი
ფაეტანო: გოცი, ვალენტინი, ბორონი, რიკი (68. ვიროლი), მორონი, დელა ვალე, პელეგრინო, ჯარდი, რაჯინი (90. უგოლინი), ბუჩი, რინალდი.
სათადარიგოები: დიმეტო, მენჯი, მარიანი, რინალდი, დი ლუკა
ზესტაფონი: მამალაძე - ბენაშვილი, კობახიძე, ხიდეშელი, ელიავა - ძარია (70. გრიგალაშვილი), გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი, მიქაბერიძე (64. დვალი) - ფიფია, ლომია (64. გელაშვილი).
სათადარიგოები: კვასხვაძე, ონიანი, დაუშვილი, მაკარიანი
გაფრთხილება: რაჯინი (40), რიკი (57), ბენაშვილი (64), რინალდი (81)
არბიტრი: ი. როსადოსი (ანდორა)

მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ჯაბა დვალის თავური "ფაეტანოს" კარის ძელს მოხვდა და მალე საფინალო სასტვენიც გაისმა. უნდა გენახათ, როგორი ყიჟინა დასცეს მატჩის დასრულებისთანავე სიხარულით მეცხრე ცაზე აფრენილმა სანმარინოელებმა. დიახ, ასეთი ბედნიერება მოჰგვარა მათ "ზესტაფონთან" მიღწეულმა ნულოვანმა ფრემ, რაც დიდად გასაკვირი ნამდვილად არაა. მთელმა შეხვედრამ ხომ ქართველთა დომინირებით ჩაიარა. "ზესტაფონმა" ბურთი სამჯერ გაარტყა მეტოქის კარის ძელს და ამის გარდაც უამრავი საგოლე მომენტი გააცუდა. მოკლედ, გია გეგუჩაძის შეგირდებმა ცდა არ დააკლეს გამარჯვებისა და სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად, მაგრამ იღბალი გუშინ მათ მხარეზე არ იყო.

"ზესტაფონმა", რომელსაც საშინაო გამარჯვების შემდეგ, თავი უკვე ქუდში ჰქონდა, "ფაეტანოსთან" განმეორებით მატჩში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა - კარში რიონ კვასხვაძის ადგილი ზურაბ მამალაძემ დაიკავა, დაცვის ცენტრში გიორგი ონიანი მამუკა კობახიძემ ჩაანაცვლა, ნახევარდაცვაში მურთაზ დაუშვილისა და შოთა გრიგალაშვილის ნაცვლაც თორნიკე გორგიაშვილმა და გიორგი მიქაბერიძემ ითამაშეს, ნიკოლოზ გელაშვილისა და ჯაბა დვალის დუეტი კი გოგი ფიფიამ და საბა ლომიამ შეცვალეს.

მართალია, გეგუჩაძემ ძირითადი შემადგენლობის სამი წევრი მაინც ჩართო თამაშში, მაგრამ გამარჯვებისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. მოკლედ, "ფაეტანოსთან" გასეირნება უკვე წარსულია, წინ კი 15 ივლისია, როცა მეორე რაუნდში "ზესტაფონი" გაცილებით ძლიერ მეტოქეს, სლოვაკურ "დუკლას" ესტუმრება. იმერული კლუბის რეალური ძალაც სწორედ მაშინ გამოჩნდება.

"ლელო"
ნანახია: 935 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!