საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი მოსამზადებელ ეტაპს
ავსტრიაში გაივლის და იქ
10–დან 25 ივლისამდე დაჰყოფს. კლუბმა უკვე დაგეგმა მატჩები და შეკრების
განმავლობაში ოთხ მატჩს ჩაატარებს. მეტოქეები კი საკმაოდ სოლიდურნი არიან,
ესენი არიან, რუსეთის სანტ–პეტერბურგის ზენიტი, მოსკოვის დინამო და
ავსტრიული ზალცბურგი, ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი მეოთხე გუნდი იქნება
ზესტაფონის მეტოქე, თუმცა ცხადია, რომ ეს გუნდი აუცილებლად ავსტრიულია.