21 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც ევროპის ლიგის გათამაშებაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება, საკუთარი მეტოქის ვინაობას გაიგებს. ცნობილია იმერელთა სავარაუდო მოწინააღმდეგნი. პირველ ეტაპზე ჩვენი კლუბი განთესილი იქნება და შესაბამისად უფრო სუსტი მოწინააღმდეგე ეყოლება.
პირველი ეტაპის შეხვედრები 1 და 8 ივლისს გაიმართება.
გია გეგუჩაძის გუნდს შეიძლება დაუპირისპირდნენ:
ოლიმპია (სლოვენია); ხაზარი (აზერბაიჯანი); ფლორა, ნარვა (ორივე ესტონეთი); სტრეიმური, რუნავიკი (ფარერები); ვიდემტონი, გიორი (უნგრეთი); გლენტორანი, პარტადაუნი (ჩრდ. ირლანდია); ფილკირი (ისლანდია); მეტალურგი (მაკედონია); შახტარი, ტობოლი (ყაზახეთი); ბანანცი, ულისე (სომხეთი); ლაჩი (ალბანეთი); ლანელი, პორტ თაუტი (უელსი); ზეტა (ჩერნოგორია); დუდელანჟი, გრევეხმახერი (ლუქსემბურგი); სანტა-კოლომნა, ლუსიტანოსი (ანდორა); გორმი (მალტა); ასევე სან-მარინოს თასის გამარჯვებული.