საფეხბურთო
კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც სან მარინოს ”ფაეტანოსთან ”
ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის
განმეორებით შეხვედრას 8 ივლისს გამართავს, ხვალ აპენინებზე მიემგზავრება ...
გუნდი ბინას იტალიაში, სან-მარინოდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე ემილია-რომანიას რეგიონის რიმინის პროვინციის დასახლებულ პუნქტ მონტე-კოლომბოში დაიდებს. მარგველები მონტე-კოლომბოს სასტუმრო ”ვილია ლერიში” დაბინავდებიან.
გია გეგუჩაძეს აპენინებზე შემდეგი 19 ფეხბურთელი მიჰყავს:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;
ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია,
შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აპენინებზე ჩარტერული რეისით (თბილისი-რიმინის მარშრუტით) ხვალ 12:00 საათზე მიემგზავრება ...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
|