ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 16:12


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » "ვიტ ჯორჯია" 0-6 "ბანიკი"
22:02
"ვიტ ჯორჯია" 0-6 "ბანიკი"


"ვიტ ჯორჯია" (საქართველო) - "ბანიკი" (ჩეხეთი) 0:6

"ვიტ ჯორჯია": მიქაბერიძე, ლომაია, ლიპარტია (71. ჯანელიძე), ვასაძე (67. ჩიმაკაძე), გურეშიძე, ჭანკვეტაძე, კვარაცხელია, მაისაშვილი (82. კასრაძე), კლიმიაშვილი, ბეჭვაია, ადამაძე.
(ნუმერაციის მიხედვით)
გოლები: ნევესი 33, 56 (პენ), 64 (პენ), პილიკი 61, ნოივირზი 70, ჰუშბაუერი 78.


დღეს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის ,,ვიტ ჯორჯია''-მ თავის ისტორიას კიდევ ერთი შავი ფურცელი დაუმატა, წააგო რა 0:6 ჩეხურ ,,ბანიკთან''.
ხალხს ვისლასთან 2:8, ტრუასთან 0:6 დავიწყებული არ აქვს და კიდევ ერთი სამარცხინო შედეგი კლუბის ისტორიაში, რომელიც შედეგია კლუბის პრეზიდენტის გურამ რუხაძის უაზრო სატრანსფერო პოლიტიკის, სულ დუბლშემადგენლობაზე დაყრდნობა და ევროტურნირების წინ ძირითადი შემადგენლობის დაშლა. ასე მოხდა ამჯერადაც, თასის მომგები შემადგენლობა მთლიანად რუსთავში გადაბარგდა, კლუბში კი სულ ახალგაზრდა ჭაბუკები დარჩნენ, რომლებმაც მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს საკუთარი 50-ზე მეტი აქტიური ქომაგით შეგულიანებულ ჩეხებს წინააღმდეგობა, მეორე ტაიმში კი სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს.
____________________________________________________________________________________________________________________________________________________

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპით დღეს ევროპაში ასპარეზობა ”ვიტ ჯორჯიამაც” დაიწყო. ”ვეტერინართა” მეტოქე საშუალო (ან საშუალოზე დაბალი) დონის ევროპული გუნდი, ჩეხეთის ”ბანიკი” იყო.
სტადიონზე 3000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომელთაც ”ვიტ ჯორჯიას” გამარჯვების თუ არა... ქართული კლუბის ღირსეული თამაშის მაინც სჯეროდათ. სასიამოვნო იყო ”ბანიკის” გულშემატკივრების ხილვაც. 40-50 ჩეხი ფანი აქტიურად ქომაგობდა საკუთარ გუნდს. სამწუხაროდ, ”ვიტ ჯორჯიას” ფან-კლუბი არ ჰყავს (ყოველ შემთხვევაში, ამ თამაშზე არავინ იყო) და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, ჩეხების ხმის გაგონებისთანავე ქართული გუნდის ქომაგობა დაიწყო.
მატჩი დაწყებიდან წამები იყო გასული, როცა ”ბანიკს” გოლის გატანა შეეძლო. მათი ფორვარდი კარიდან 2 მეტრში იმყოფებოდა და ”ვიტ ჯორჯიასთვის” საბედნიეროდ, ბურთს ფეხი ააცილა. ნელ-ნელა ვეტერინარებიც დალაგდნენ და გოლის გატანის შანსი მეკარესთან პირისპირ დარჩენილ კვარაცხელიას შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
აი აქ ”ვიტ ჯორჯია” დამთავრდა... უპირატესობას ნელ-ნელა ჩეხები ეუფლებოდნენ, მაგრამ რა კლასის პატრონნი იყვნენ, კარგად გამოჩნდა - რამდენიმე ეპიზოდში ბურთი ისე დაარტყეს, გეგონებოდათ რაგბს თამაშობდნენ.
36-ე წუთზე კი ”ბანიკმა” ”ვიტ ჯორჯიას” რღვევა დაიწყო - მარცხენა ფრთითან ბურთი საჯარიმოში გაიგზავნა, სადაც ყველამ ნევესმა დაასწრო და ანგარიშიც გახსნა. ჩეხების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა რა იცოდნენ, წინ რა ელოდათ.

მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა 5 გოლი გაუშვა და 6:0 განადგურდა! ჩეხები ისე ატყუებდნენ ”ვეტერინარებს”, გეგონებოდათ ბავშვების გუნდს ეთამაშებიანო. არა, ბავშვები წინააღმდეგობას მაინც გიწევენ ხოლმე, აქ კიდევ ფეხბურთელი არ გამოჩნდა, რომელსაც ბრძოლის ჟინი ეტყობოდა! ”ვიტ ჯორჯია” ისე აიჭრა, 2-3 მეტრში ფეხბურთელები უწყინარ სიტუაციაში ბურთს ცერ აძლევდნენ ერთმანეთს. გუნდს აშკარად ეტყობოდა შეუთამაშებლობა და კლასის ნაკლებობა. არცაა გასაკვირი, ნახევარი გუნდი წავიდა, შევსება კი დუბლებიდან მიიღეს. ”ვიტ ჯორჯიის” განაცხადიდან არცერთი მოთამაშე არ არის 25 წელს გადაცილებული. გამოცდილება კი ბევრს წყვეტს. როცა გუნდს გაუჭირდა, ლიდერი არ ჩანდა. ლიდერი, რომელიც გუნდის თამაშს დაალაგებდა.
საერთოდ, რა ლიდერზე ან რა გუნდზეა საუბარი, როდესაც ფეხბურთელი საკუთარ მწვრთნელს გალახავს?!
გენახათ ჩეხი ფანების გაოგნებული სახეები, როდესაც მათი გუნდი მეოთხე და მეხუთე გოლებს იტანდა.
ერთი სიტყვით, ”ვიტ ჯორჯია” კიდევ ერთხელ შეცხვა ევროპულ ასპარეზზე. შეარცხვინა ჩვენი ფეხბურთიც... სირცხვილი კიდევ რბილადაა ნათქვანი.
და ფეხბურთელები? სეზონის უმნიშვნელოვანესს შეხვედრას რომ მასეთი ანგარიშით წააგებ, მინიმუმ უნდა განიცდიდე მაინც. განცდის კი მათ არაფერი ეტყობოდათ, მშვიდად გაემართნენ გასახდელისკენ... ალბათ, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა მწვრთნელმა ევროტურნირის მატჩის წინ განაცხადა, მიზანი არ გააჩნდათ... ეტყობა, არ იციან, რისთვის თამაშობენ და ვინ დგას მათ უკან!

ნანახია: 909 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!