ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 06:01


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » "ვიტ ჯორჯია"-""ბანიკის" მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
13:34
"ვიტ ჯორჯია"-""ბანიკის" მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
 http://b.pix.ge/h/3w74p.jpg
მიროსლავ კოუბეკი (ბანიკი):
"მართალი გითხრათ, თბილისში რთულ მატჩს ველოდით და საამისოდ ვემზადებოდით. თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. სპარინგიც კი არ გამოგვივიდა. 6:0 მოვიგეთ და ამ შედეგიდან გამომდინარე, ძნელია, ჩემი გუნდის თამაშზე სწორი დასკვნები გააკეთო. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მატჩი ჩვენი კარნახით წარიმართა და ბურთსაც სრულად ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, ქართული გუნდის დამსახურებაა ის, რომ ყველაფერი იოლად გამგვდიოდა. ჩემი აზრით, ამ მატჩში გარდამტეხი მეორე გოლი იყო, რომელმაც "ვიტ ჯორჯია" ფსიქოლოგიურად მთლიანად გატეხა. მართალი გითხრათ, ქართული გუნდისგან უფრო მეტ ბრძოლასა და წინააღმდეგობას ველოდი. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც, ბოლომდე გვქომაგობდა. დღეს 6:0 მოვიგეთ და უკვე შეგვიძლია მომდევნო მეტოქეზე ვიფიქროთ".

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია):

"ამ ანგარიშით წაგების შემდეგ, ზედმეტი ლაპარაკი უხერხულია. თუმცა, რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ბოლოს, თასის ფინალში ვითამაშეთ და მოვიგეთ. სხვადასხვა მიზეზების გამო, იმ შემადგენლობიდან დღეს 7-8 ფეხბურთელი არ გვყავდა. გამოკლებული მოთამაშეებიდან, უმეტესობას საკონტრაქტო ვადა ამოეწურა და კლუბი შეიცვალეს. მათ გარდა, ტრავმის გამო მცველი დავით ხურცილავა ვერ დაგვეხმარა, რაც ასე დიდი დანაკლისი იყო. ამ შეხვედრის მონაწილე ჩვენი ფეხბურთელების 75 პროცენტი, გასულ სეზონში დუბლებში ასპარეზობდა... თაობათა ცვლის პროცესში ვართ და ეს ყოველთვის რთული, მტკივნეული პერიოდია.
რაც შეეხება "ბანიკთან" მატჩს, საწყისი 30 წუთის განმავლობაში, თანაბარი თამაში იყო. მეორე გოლმა ჩვენს გუნდზე ფსიქოლოგიურად, დიდად იმოქმედა. მეორე ბურთი პენალტით გაგვიტანეს. რამდენად სამართლიანად დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, გადაჭრით რაიმეს თქმა გამიჭირდება. ჩემი აზრით, მაისაშვილს ბურთი ხელზე კი არ, სახეში მოხვდა".
ნანახია: 545 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!