შეგახსენებთ, 26 მაისს ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თასის
ამჟამინდელი მფლობელი თბილისის ”დინამო” და ”ვიტ ჯორჯია”. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი საიტი ატარებს სპორტულ ვიქტორინას. დღეს 23:00 სთ-ზე 3 კითხვა იქნება დასმული, დარეგისტრირებულ მომხმარებელთა შორის, ვინც სწორ პასუხს გასცემს სამივე კითხვაზე პირველი, ის მოიგებს საქართველოს დავით ყიფიანის სახ. თასის ფინალის 2 ბილეთს. პასუხები გამოაგზავნეთ კომენტარების საშუალებით. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვების შრიფტი გაიხსნება 23:00 სთ-ზე, როდესაც დაიწყება ვიქტორინა. ______________________________________________________________________________
1. ”ვინ გაიტანა საქართველოს თასის პირველ ფინალში ერთადერთი გოლი”? 2. ”სულ რამდენჯერ შეხვდა საქართველოს თასის ფინალში თბილისის ”დინამო” ბათუმის ”დინამოს”? 3. ”რა ანგარიშით დამთავრდა ”დინამო”-”ტორპედოს” თასის ფინალი 2003-04 წლებში”?