ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 19.08.2019, 16:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 29 » ”ვაი, ქართველებზე”
15:46
”ვაი, ქართველებზე”
 
 ჩემი მორიგი სტატია ეძღვნება იმ ”ვაი, ქართველებს”, რომლებიც ტრიბუნებს თითქოს მიზანმიმართულად ამტვრევენ და ჰიმნის დროს დამსხდარი მზესუმზირას აწკატუნებენ. სკამების დამტვრევის პირველი ფაქტი საქართველო-თურქეთის ამხანაგური მატჩის დროს მოხდა, არადა, იმ შეხვედრაში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ვიღაცას საკმები დაემტვრია. ასეთი ფაქტი შემდეგაც არაერთხელ განმეორდა. ჩემი მოკრძალებული აზრით, მიზეზი ისაა, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ, ეს სტადიონიც და ეს ქვეყანაც მათია. ისევ ჩვენ თუ არ მოვუარეთ, ”ამერიკებიდან” და ”გერმანიებიდან” არავინ ჩამოვა და უფასოდ არავინ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მათი დასჯაა. ამის შემდეგ, სხვას აღარ გაუჩნდება სკამების დამტვრევის სურვილი.
 ახლა მეორე პრობლემაზე, ჰიმნის დროს ჯდომაზე ვისაუბროთ. ეს ფაქტი უკანასკნელად საქართველოს თასის ფინალში მოხდა. ეროვნული ჰიმნის დროს ფეხზე ბევრი წამოდგა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ იკადრეს ერთი ადგილის აწევა. ეროვნული ჰიმნი ისეთი რამაა, რისი გაგონების დროსაც ტანში უნდა გაჟრიალებდეს, გული გიჩქარდებოდეს. ესენი კი ისხდნენ სკამებზე, მიირთმევდნენ მზესუმზირას და უაზროდ იღრიჭებოდნენ. მერე გავიდოდნენ სტადიონიდან და იტყოდნენ, ქართველები ევროპელები ვართო, თუმცა ასე ევროპაში კი არა, აზიაშიც აღარ იქცევია. ძმაო, თუ გინდა, რომ სხვა ქვეყნის შვილი გახდე, ეს უკვე შესაძლებელია. შენ ქართველს მაინც ვერ გიწოდებ, გახდი ევროპელი ან ამერიკელი, მაგრამ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს გაგახსენებ: ”პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილდღეობისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.
 ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდე მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა”...
 ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ჰიმნის დროს სკამზე დამსხდარი ახალგაზრდების წინ ჩანან ფეხზე წამომდგარი ასაკოვანი ადამიანები, რაც სიმბოლურად ასე მომეჩვენა-სქართველოს წარსული და მომავალი. გაიგეთ რა, ჰიმნის დროს ფეხზე წამოდგომა არც სირცხვილია და არც ”გრეხი”. და კიდევ ერთი, ძალიან გთხოვთ, მეტოქე გუნდის ჰიმნის დროს არ უსტვინოთ, თითქოს მოსისხლე მტრის ჰიმნი ისმოდეს. სამარცხვინო იყო, საქართველო-კვიპროსის მატჩის დროს, კუნძულელების ჰიმნს როგორი სტვენით შეხვდა ეროვნული სტადიონი. უეფას რეკლამებში წამდაუწუმ Respect-ის რეკლამა გადის. Respect ანუ პატივისცემა მარტო ფეხბურთელებს შორის კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში გულშემატკივრებმა უნდა გაიზიარონ. ასე რომ, ვისაც ეს სტატია ეხება, ან შეიცვალეთ, ან აღარ მოხვიდეთ სტადიონზე. ასე აჯობებს!


ბექა დოგრაშვილი
ნანახია: 727 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!