ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 16:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 31 » უკრაინელებმა იმერლები აღიარეს
16:09
უკრაინელებმა იმერლები აღიარეს
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC06006.JPG

  ვინც უშუალოდ სტადიონზე ნახა "კარპატისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შეხვედრა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო დრამატული მატჩი, რომელიც ჩვენთვის მაინცდამაინც სასურველი შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ დაგვიტოვა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ბრძოლის უზომო წყურვილი. ახლა უკრაინულ შთაბეჭდილებებზე თანმიმდევრობით მოგითხრობთ.

"ზესტაფონისთვის"!
  მერწმუნეთ, თუ პირველი ტაიმის პირველ ნახევარს არ ჩავთვლით, "კარპატს"ერთი მისხალითაც არ უჯობნია ჩვენი გუნდისთვის, მეორე ნახევარი კი სულაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილების უპირატესობით წარიმართა.
რა თქმა უნდა, "კარპატს" არაფრით ჩამოვრჩებით და ლვოველებს ზესტაფონში იოლი გასეირნება არ ელით, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს "კარპატის" ე.წ. "ჯუნგლები". დაახლოებით 2 000 ქომაგი მთელი მატჩის განმავლობაში საკლუბო სიმღერებს ასრულებს, თანაც ისე, რომ წამითაც არ ჩერდება. ეს მათთვის ერთგვარი რიტუალია. გარდა ამისა, გულშემატკივრები ხშირად ზოგად ჭრილშიც ხედავენ პრობლემებს და ლვოვში საყოველთაოდ საძულველი იმპერიის დასამარცხებლად სტეპან ბანდერას აჩრდილს უხმობენ. "ბატკა ბანდერა ზნოვ დო ნას პრიდე ი ზა უკრაინუ ვ ბოი ნას პოვედე ...", - მღერიან ისინი და საყოველთაო წყევლა-კრულვას უთვლიან საძულველ "მოსკალებს" (რუსებს). სხვათა შორის, ულტრასები ახლოს არ იკარებენ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას მზესუმზირას აკნატუნებენ და მათ უბრალოდ ფეხბურთში ჩაუხედავ ადამიანებად მიიჩნევენ.
ამ სტრიქონების ავტორს მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მისთვის მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბის ქომაგებთან. გვინდა მათ სჯეროდეთ, რომ "კარპატის" დამარცხება სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, საჭიროა, 5 აგვისტოს ყველა ერთად გავგიჟდეთ და "კარპატს" მუხლებში შიში ჩავუღვაროთ.

ბანდერშტადტი
  საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს მიგრძნია ქართველების მიმართ ასეთი კარგი დამოკიდებულება. როგორც ქომაგების, ისე ჟურნალისტების საყოველთაო აზრით, ჩვენ მათი საუკეთესო მეგობრები ვართ. ლვოველები საკუთარ თავს ბანდერშტადტელებს უწოდებენ. ესეც, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბანდერას პატივსაცემად, ხოლო ქართველებს კი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ხალხად მიგვიჩნევენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლვოვში რუსული პოლიტიკური კურსის უკრაინელებს ვერ იტანენ და მათ ქვეყნის მტრებს უწოდებენ. "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ვიქტორ იუშჩენკო კი მათი საუბრის საყვარელი თემაა. ქართული ფეხბურთი "ბანდერშტადტში" კვლავაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კალაძეს, დემეტრაძეს და სხვა ჩვენებურებს იქ გვარიანად აფასებენ.

მზიურ საქართველოში ჩვენთვის მოიღრუბლებაო
  უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" გუშინ ჩვენთვის მეტად საინტერესო სათაურით გამოვიდა. სხვათა შორის, ამ გამოცემის ჟურნალისტმა ჩემთან ერთად ადევნა თვალი მატჩს და ქართველთა თამაშით მეორე ტაიმში ძალიან კმაყოფილი დარჩა. "მზიურ საქართველოში ჩვენთვის მოიღრუბლებაო" - დაახლოებით ასეთი პათოსია იმ წერილში და ალბათ თვით "კარპატის" მესვეურებიც
დამეთანხმებიან, რომ ზესტაფონში მათი გზა ია-ვარდით ნამდვილად არ იქნება მოფენილი. "სპორტ-ექსპრესი" ვახსენეთ და "ზესტაფონის" კარგ თამაშს ასევე ხაზს უსვამენ სხვადასხვა უკრაინული გამოცემები. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მეორე ტაიმში იმერლებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს.

ევროპამდე ძალიან ახლოა
  "ზესტაფონი" ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა. კლუბის ისტორია ამ სტრიქონის ავტორისათვის უცხო ნამდვლად არ არის და დამერწმუნეთ, სულ მალე დადგება დრო, როცა ნამდვილ ევროპულ კლუბთან გვექნება საქმე. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს მართლაც ყველანაირი პირობა შეუქმნა სათამაშოდ. უკრაინელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ იმით, თუ რაოდენ სწრაფად და ხარსიხიანად ხდება გუნდის ოფიციალური ინტერნეტ-საიტის უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით ...
სიტყვა ქომაგობაზე ჩამოვარდა და ორმა მართლაც კარგმა ქართველმა, ალეკო გურულმა და ვახტანგ მაღლაკელიძემ ლვოვში მცხოვრები ჩვენებურები აიყოლიეს, ივანო-ფრანკოვსკელები დაამატეს, რამდენიმე უკრაინელიც ჩააყანეს იმერთა ბანაკში და ამგვარად "ზესტაფონი" 30-მდე გულშემატკივარმა გაამხნევა.

მწვრთნელის ფაქტორი
  წმინდა სათამაშო ნიუანსზე აქამდე სიტყვა არ დაგვიძრავს და ახლა ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ. ზოგადად ძალიან სასიამოვნოა, როცა გუნდი მეორე ტაიმს პირველზე გაცილებით უკეთ ატარებს ხოლმე და ეს ნამდვილად მწვრთნელის დამსახურებაა. ლვოვში ჩატარებული მეორე ტაიმი პირველისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. გია გეგუჩაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს თითქოს განსაკუთრებული სიახლეებისთვის არ მიუმართავთ, მაგრამ "ზესტაფონმა" იმ ფეხბურთის თამაში დაიწყო, რომელიც ყველაზე უკეთ ეხერხება. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ მეორე ტაიმში დაახლოებით 70 პროცენტი გვქონდა ბურთის ფლობა, შევქმენით ერთი 100-პროცენტიანი და ორი "ისე რა" საგოლე
მომენტი, მაშინ, როცა კარპატელები მხოლოდ 89-ე წუთზე დაემუქრნენ ჩვენს კარს.

არ დაგვინიშნავდნენ!
  ნიკოლოზ გელაშვილი მეკარესთან პირისპირ გადის, მას "კარპატის" მცველი მისდევს. ფორვარდი საჭირო წამს იხელთებს და
დასარტყამად ემზადება. ამ დროს კი მას ფეხში ურტყამენ და გელაშვილი ეცემა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშკარა 11-მეტრიანია. ნამატჩევს გელაშვილიც ამას გვეუბნება, მაგრამ იმ ეპიზოდში, როცა დანიელ მსაჯს გადაწყვეტილება სულ რაღა წამებში უნდა მიეღო, 11-მეტრიანს არ დანიშნავდა. ამ სკანდინავიელ არბიტრს ნამდვილად ვერ დავწამებთ ტენდენციურობას სხვა ეპიზოდებში, მაგრამ როგორც ჩანს, იმ კონკრეტულ მომენტში იგი ზუსტად იმდენით დაეხმარა მასპინძლებს, რამდენითაც ზოგიერთი არბიტრი ეხმარება ხოლმე საშინაო გუნდს. ასე რომ, ამ ეპიზოდის გამო სასოწარკვეთილებაში ნამდვილად არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ შანსი კიდევ გვექნება!

"კარპატის" რთული გზა
  წარმოიდგინეთ, როგორია გადაფრინდე ლვოვიდან უკრაინის მეორე ბოლოში, ლუგანსკში. ამის შემდეგ დაბრუნდე სახლში და ავიალაინერით ისევ ძალიან შორს, ქუთაისში გაემგზავრო. სულ მალე სწორედ ამ მარშრუტის გავლა უწევს "კარპატს" და რატომღაც გვგონია, რომ განმეორებით შეხვედრას ლვოველები 100-პროცენტიან ფიზიკურ მზადყოფნაში ვერ შეხვდებიან. მოდით, ამთავითვე შევთანხმდეთ იმაზე, რაც "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ჩვენზე უკეთ იციან: "კარპატთან" მატჩამდე თითოეულმა ჩვენმა ფეხბურთელმა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს, იფიქროს მხოლოდ თამაშზე, რადგან ეს იქნება ნერვების ნამდვილი ომი, ნერვებისა და ნამდვილი კაცების, როცა შეიძლება კბილებით გაგვიხდეს გამარჯვება გამოსაგლეჯი ძლიერი მოწინააღმდეგისათვის.

წინ მივდივართ
  ჯერ იყო ყაზახური "ტობოლი", მერე უნგრული "დიორი". ამას მოჰყვა შვედური "ჰელსინგბორგი". ახლა კი სულაც ევროპის ლიგის
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. გია გეგუჩაძემ ღიად განაცხადა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის შემდგომ ეტაპზე გაუსვლელობა
წარუმატებლობა იქნებაო. "ზესტაფონმა" თავიდანვე კონკრეტული გეზი აირჩია, იოლ წარმატებებს უგანა და ხანგრძლივი ზრდა ამჯობინა ეფემერულად მოგებულ ქართულ ჯილდოებს. ვფიქრობთ, რომ ამ გზას სწორედ ახლა მოაქვს წარმატება. ვინც გუნდის ასპარეზობას ევროთასებზე ყურადღებით ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ შემდგომი წელი ყოველთვის უკეთესი იყო, ვიდრე წინა. შინაურ ასპარეზზე ძალთა განლაგებას "ოლიმპის" მომდევნო ნომრებში გავარჩევთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ "ზესტაფონი" წლეულს ნამდვილადაა ოქროსთვის მომწიფებული. ძალიან სასიამოვნოა იმ ატმოსფეროს ხილვა, რომელიც გუნდში სუფევს. დისციპლინა და ამავე დროს ერთმანეთის უსაზღვრო სიყვარული, არანაირი შიდა დინებები და ფეხბურთელთა
დაპირისპირება - "ზესტაფონი" მართლაც რომ ერთი დიდი ოჯახია.


ალეკო კაკაურიძე, თბილისი-ლვოვი-თბილისი, გაზეთი ”ოლიმპი”
ნანახია: 841 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!