დღეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ოფიციალურად დატოვა
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე პობეგალოვმა, რომელიც
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ქართველმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ
ჩაანაცვლა.
ეს ინფორმაცია დღეს ნიჟნი ნოვგოროდული კლუბის
ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ თეთრაძემ გასულ სეზონში
მახაჭკალის "ანჟი" პირველი ლიგიდან რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაიყვანა,
თუმცა პირველივე ტურის შემდეგ მან გარკვეული მიზეზების გამო კლუბი დატოვა.
ახალ კლუბში თეთრაძეს მის ყოფილ ფეხბურთელებთან ედიკ საჯაიასთან და ოთარ
მარცვალაძესთან ერთად მუშაობა მოუწევს, რომლებიც გასულ სეზონში სწორედ
"ანჟის" შემადგენლობაში თამაშობდნენ. რაც შეეხება "ვოლგას", მან
ჩატარებული 8 ტურის შემდეგ 9 ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ 12–ე პოზიციას
იკავებს. FANEBI.COM ომარს ახალ კლუბში წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს.
სანდრო ცხვარაძე fanebi.com
|