ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » თეთრაძე: `ანჟის` დღემდე აქვს ჩემი დავალიანება`
00:54
თეთრაძე: `ანჟის` დღემდე აქვს ჩემი დავალიანება`

 

 ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგის" მთავარმა მწვრთელმა ომარ თეთრაძემ "ანჟის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა. თეთრაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან  ნებაყოფილობითი გადადგომის მიზეზი ნალჩიკის "სპარტაკთან" თამაშის გარიგება გახლდათ. მოგვიანებით მწვრთნელმა "ანჟიდან" წასვლა ოჯახურ პრობლემებს გადააბრალა და ისიც თქვა, რომ გადაიღალა და დასვენება სჭირდება. მოულოდნელად, ომარ თეთრაძე "ვოლგას" მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა.

 

- თქვენი "ანჟიდან" წასვლის  შემდეგ მხოლოდ ორი თვე გავიდა, ამბობდით, რომ უნდა დაგესვენათ, "ვოლგაში" გადასვლამდე მოასწარით დასვენება?  

 

- გეთანხმებით, არც ისე დიდი დროა, თუმცა ეს პაუზა ჩემთვის აუცილებელი იყო. მინდოდა მაისის ბოლომდე დამესვენა, მაგრამ მოულოდნელად "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსი გოიხმანმა დამირეკა და საინტერესო წინადადება შემომთავზა. ჩვენ 2 წელზე მეტია ვმეგობრობთ. მოგეხსენებათ, "მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობაო". მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოახდენს ჩემს მუშაობაზე გავლენას. როგორც ამბობენ, "მეგობრობა მეგობრობაა, საქმე - საქმე!"

 

ჭორები იმის თაობაზე, რომ მე "ვოლგას" მწვრთნელი გავხდებოდი, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა, მაშინ ჯერ კიდევ "ანჟის" მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, ეჭვების საფუძველი არ არსებობს!

 

- არ გქონდათ სურვილი, პრემიერ ლიგის კლუბისთვის გეთავკაცათ, ხომ არ იჩქარეთ?

 

- ჩემს გეგმაში შედიოდა  თბილისში ოჯახთან ჩასვლა. მაგრამ ისე მოხდა, რომ მოსკოვში დავრჩი.  სრულიად მოულოდნელად "ვოლგას" პრეზიდენტი შემეხმიანა. და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუნდი იმ დროს  მწვრთნელის გარეშე იყო დარჩენილი, მაშინვე წავედი ნიჟნი ნოვგოროდში მოლაპარაკებებზე.

 

- როგორ მდგომარეობაში  ჩაიბარეთ თქვენი წინამორბედი ალექსანდრ პობეგალოვისგან გუნდი?  რა ამოცანები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ სეზონში, თუ გავითვალისწინებთ "ვოლგას" არც თუ სახარბიელო სტარტს ამ ჩემპიონატში...

 

- სეზონის დასაწყისში გუნდის მთავარი ამოცანა პრემიერ-ლიგაში გადასვლა იყო და ეს არ შეიცვლება. "ვოლგამ" მართლაც ცუდად დაიწყო სეზონი, ბევრი საჭირო ქულა დაკარგა. მიმაჩნია, რომ ჩემმა წინამორბედმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა. გუნდის მდგომარეობა არ არის მთლად ცუდი, ფეხბურთელებმა "კამაზთან"  (1:1) თამაშისას გამოავლინეს თავიანთი ხასიათი, ერთიანობაში კარგი გუნდია. საჭიროა, უფრო პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს, რაღაც კორექტივები ნამდვილად არის შესატანი.

 

- თქვენამდე სხვანაირად იყო?

 

- არა, ბიჭები პროფესიონალები არიან. უბრალოდ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ. ჩემს ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში, ამაში ეჭვი არ მეპარება. გუნდმა შედეგზე უნდა იმუშაოს, მე სწორედ ამ მიმართულებით მომიწევს დიდი სამუშაოს ჩატარება.

 

- ფეხბურთელებს პირისპირ ელაპარაკეთ თუ მათთან თუ კოლექტიური შეხვედრა გქონდათ?

 

- მე მომხრე ვარ ინდივიდუალური გასაუბრების.

 

- "ანჟი" თქვენი თავკაცობის პერიოდში მესამე ცდაზე  გადავიდა უმაღლეს ლიგაში, როგორ იქნება "ვოლგას" შემთხვევაში?

 

- იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა ორი რამ: დრო და კომპეტენტური შერჩევა.  საჭიროა, ფეხბურთელების მოწვევა საჭიროებისამებრ. ამჟამინდელი შემადგენლობით "ვოლგა", დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას გადაჭრის. ყველა კარგი მოთამაშეა. სირთულეებთან გამკლავება შეგვიძლია. დრო მჭირდება იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო, ხელმძღვანელობას კი - სწრაფი რეზულტატი.  ჩემ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ამ პრობლემას მოვაგვარებ.

 

- თქვენ "ვოლგას" თქვენი წინამორბედის გუნდად მიიჩნევთ, გამოდის "ანჟი" ისევ თქვენი გუნდია...

 

- ძალიან განვიცდი ბიჭების ამბავს. ისინი მე მივიწვიე მახაჩყალაში. ვფიქრობ, "ანჟის" ამ შემადგენლობის მინიმალური მოთხოვნა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ნათელი მაგალითია ბოლო თამაში "დინამოსთან". ბიჭებმა ძალიან კარგად ჩაატარეს შეხვედრა. მინდოდა კიდევ 3-4 ფეხბურთელი მომეწვია გუნდში, მაგრამ იმ დროს კლუბის ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.

 

- როგორ დაშორდით საბოლოოდ მახაჭყალურ კლუბს?

 

- ნორმალურად, როგორც ხელმძღვანელობას, ისე ბიჭებსაც. თუმცა ამ დრომდე აქვს კლუბს ჩემი დავალიანება როგორც სახელფასო, ისე ბონუსებიც. იმედი მაქვს, ყველაფერი გადაწყდება საბოლოოდ.

 

- არ ნანობთ, რომ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ?  

 

- სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა ჩემი ძალები უმაღლეს ლიგაში მომესინჯა, მაგრამ მწვრთნელი სიამოვნებით უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, როცა ნერვების ეს ფასად გიჯდება, შედეგი ნაყოფიერი ვერ იქნება. უარყოფითი დამოკიდებულება კი მოთამაშეებზე გადადის,  ამიტომ გადავწყვიტე წასვლა.

 

- ფეხბურთელები არ ცდილობდნენ გადაერწმუნებინეთ?

 

- ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ბიჭებმა იცოდნენ, რომ რადგან ასე გადავწყვიტე, უკანდასახევი გზა აღარ არსებობდა. ამიტომ ჩემი გადარწმუნება არ უცდიათ.

 

- "ვოლგასთან" რამდენი ხნით ითანამშრომლებთ?

 

- სეზონის ბოლომდე, თუმცა არის ვარიანტი კიდევ 2 წლით გახანგრძლივების. სურვილი მაქვს "ვოლგაში" დიდხანს დავრჩე.

 

 

 


 

მირანდა სურმანიძე


goli.ge
ნანახია: 1036 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!