როგორც Goli.ge-სთვის გახდა ცნობილი, დავით
ყიფიანის თასის გათამაშების ფინალის დრო იცვლება. პფლ-ის გადაწყვეტილებით,
ფინალური მატჩი თასის ამჟამინდელ მფლობელ თბილისის "დინამოსა" და "ვიტ
ჯორჯიას" შორის 26 მაისს 2 საათზე უნდა გამართულიყო. იმავე დღეს საღამოს 8
საათზე კი ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის საზეიმო გახსნის ცერემონიალიც
იგეგმებოდა.
სასიხარულოა, რომ პროფლიგამ გაითვალისწინა გულშემატკივრისა და პირველ
რიგში ფეხბურთელთა თხოვნა და თასის ფინალის დროის შეცვლა გადაწყვიტა.
როგორც პფლ-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მიშა აბაიშვილმა გვაცნობა,
ზუსტდება ფინალური მატჩის გამართვის დრო, სავარაუდოდ შეხვედრა საღამოს 6 ან
9 საათზე შედგება. დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
goli.ge
|