რუსეთის პრემიერ ლიგის მე–8 ტურის შემდეგ რუსულმა
გამოცემამ
championat.ru–მ დაასახელა ტურის სიმბოლური ნაკრები, სადაც აღსანიშნავია,
რომ ერთბაშად სამი ქართველი არის მოხვედრილი ამ ნაკრებში. ალექსანდრე
ამისულაშვილი, გოგიტა გოგუა (ორივე სპარტაკი ნალჩიკი) და ჯანო ანანიძე
(მოსკოვის სპარტაკი). სამივე მათგანი გასულ ტურში გამორჩეული გახლდნენ და
მართლაც სასიამოვნოა, რომ სამი ქართველი დასახელდა ტურის ერთ–ერთ საუკეთესო
ფეხბურთელად.