სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტმა (თავმჯდომარე რ. ლორთქიფანიძე)
ა/წ 4-დან 12 მაისამდე განიხილა 2010-11წწ. სეზონის უეფას საკლუბო
ტურნირებისა და უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ლიცენზიის მაძიებელთა
განაცხადები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
- ჩემპიონატის ლიდერი ოთხეულის საფეხბურთო კლუბებმა: `ოლიმპი~, `დინამო
თბილისი~, `ზესტაფონი~, `ვიტ ჯორჯია~, რომლებმაც სპორტული შედეგით მოიპოვეს
უეფას 2010-11წწ. საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება, მიიღეს უეფას
ლიცენზიები.- ეროვნული ლიცენზია, ზემოხსენებული ოთხეულის გარდა, მიიღეს
საფეხბურთო კლუბებმა: `სპარტაკი~, `გაგრა~, `მგლები~, `სიონი~,
`ლოკომოტივი~, `ტორპედო 2008~, `კოლხეთი~ (ფ.), `ჩიხურა~. უმაღლესი და
პირველი ლიგების დანარჩენმა კლუბებმა ვერ მიიღეს ეროვნული
ლიცენზიები.- სანქციაქვემდებარე კრიტერიუმების შეუსრულებლობისა და
სხვადასხვა სადისციპლინო დარღვევისთვის ზოგიერთ საფეხბურთო კლუბს ასევე
დაუწესდა სადისციპლინო სანქციები.
საფეხბურთო კლუბები ინფორმირებული არიან ლიცენზირების კომიტეტის
გადაწყვეტილებებზე. მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო კლუბებს აქვთ
უფლება, გაასაჩივრონ იგი სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში,
რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
აპელაციები უნდა იქნეს წარმოდგენილი წერილობითი სახით, სფფ-ის საკლუბო
ლიცენზირების განყოფილებაში, მოქმედი დებულებების შესაბამისად და მკაცრად
დადგენილ ვადებში, რაც ასევე მითითებულია ლიცენზირების კომიტეტის
გადაწყვეტილებებში.
სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილება
|