ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » შოთას დებიუტი წარმატებული გამოდგა
23:41 შოთას დებიუტი წარმატებული გამოდგა |
შოთა არველაძეს სადებიუტო მატჩი ჰქონდა მთავარი მწვრთნელის რანგში და
მოგებით აღნიშნა: ანატოლიელებმა "ერჩიესსპორს” 3:2 სძლიეს. აქამდე,
გეცოდინებათ, შოთა ჰოლანდიურ "ალკმაარში” ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა
და დიკ ადვოკაატის თანაშემწედ მუშაობდა.
"ძალიან ცხელოდა, მაგრამ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. გუნდი მომეწონა.
ცხადია, შედეგითაც კმაყოფილი ვარ”, – უთხრა ტყუპისცალმა "კაისერისპორის”
საიტს. ცნობისთვის, მინდორზე იყო "კაისერისპორის” ახლადშეძენილი ქართველი
მცველი ალეკო ამისულაშვილიც.
შოთას გუნდს ახალი ფეხბურთელი ჰყავს – პარაგვაის ნაკრების 28 წლის
ნახევარმცველი ჯონათან სანტანა, რომელმაც ახლახანს გასრულებულ მსოფლიოს
ჩემპიონატზეც ითამაშა. არგენტინაში დაბადებული სანტანა, ბოლოს გერმანულ
"ვოლფსბურგში” თამაშობდა.
"მსოფლიო სპორტი"
|
ნანახია: 806 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|