შოთამ თურქეთში ოთხი სეზონი ითამაშა, ახლა კი იქ მწვრთნელად ბრუნდებაროგორც
მოგახსენეთ, შოთა არველაძე სტამბულის
”ქაისერისფორის” მწვრთნელად
დაინიშნა - ორწლიანი კონტრაქტი ამსტერდამში გაფორმდა.
ჯერ უცნობია, თუ ვინ
იქნება არველაძის თანაშემწე ამ თურქულ კლუბში. როგორც შოთამ გვითხრა,
კანდიდატი ორია და ორივე ჰოლანდიელია.
”პირველ ეტაპზე უმთავრესი ის იქნება, რომ გუნდმა
გამართულად ითამაშოს. რაც შეეხება კონკრეტულ მიზანს, კლუბის მოთხოვნაა, რომ
2010/11 წლების სეზონში ”ქაისერმა” რომელიმე ევროსაგზური მოიპოვოს. უკვე
შევუდექი გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას და 4-5 ახალი ფეხბურთელის აყვანას
ვაპირებთ. მინდოდა, ერთ-ერთი მათგანი ქართველი ყოფილიყო, მაგრამ ეს
ვარიანტი ჩაიშალა” - გვითხრა ”ქაისერისფორის” ახლადდანიშნულმა თავკაცმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ”ქაისერისფორმა”
თურქულ სუპერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა. ეს შოთას პირველი გუნდია, სადაც
მთავარი მწვრთნელი იქნება, მანამდე ”ალკმაარში” ორი სეზონი იმუშავა ერთ-ერთ
მწვრთნელად.