ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 23 » შოთა კაშია – ზამთრამდე ცხინვალის “სპარტაკში”
19:15 შოთა კაშია – ზამთრამდე ცხინვალის “სპარტაკში” |
თბილისის "დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა კაშიამ, ექვსთვიანი კონტრაქტი
გააფორმა ცხინვალის "სპარტაკთან”. 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი,
რამდენიმე დღის წინ ისრაელის ლიგატ-ალის რამათ განის "ჰაპოელში” იყო
გასინჯვაზე, თუმცა იქ დარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კაშიამ "მსოფლიო
სპორტს” უთხრა, ვიზის პრობლემამ შეაფერხა და ამიტომაც ვერ დარჩა ისრაელში. "გადაწყდა,
რომ ზამთრამდე ცხინვალის ‘სპარტაკში” დავრჩები. კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
თბილისის "დინამოში” დარჩენა? იყო მიზეზები, რის გამოც, "დინამოში” აღარ
მივბრუნდი. ამაზე საუბარი აღარ მსურს”, – გვითხრა უფროსმა კაშიამ, რომელიც
"დინამოს” აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია. აქვე ვთქვათ შოთას
უმცროს ძმაზე, გურამ კაშიაზეც. მასთან დაკავშირებით სიახლე არაფერია, თუმცა
არაა გამორიცხული, გურამი მალე ერთ-ერთ უცხოურ გუნდში გადაბარგდეს.
ილია ნანობაშვილი "მსოფლიო სპორტი"
|
ნანახია: 887 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|