ცოტა ხნის წინ, გამოვიდა საერთაშორისო სოციალური ორგანიზაციის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" (GIP) რეკლამა შოთა არველაძის მონაწილეობით. არველაძე რეკლამაში საუბრობს იმის შესახებ, რომ ბავშვებს აქვთ უფლება ისიამოვნონ ბავშვობით. ასეთ ცხოვრებაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტსა და სხვადასხვა თამაშობებს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები კარგავენ უფლებას იცხოვრონ ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებით. საქართველოში 2008 წლის ომის შედეგად, ბევრი ბავშვი ცხოვრობს დევნილებისთვის აშენებულ სპეციალურ სოფლებში, სადაც არ არის სპორტული მოედნები და ბავშვები ვეღარ ახერხებენ სპორტულ ცხოვრებას. "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" სპორტული მოედნების აშენებით ეხმარება ბავშვებს დაიბრუნონ ბედნიერი ბავშვობა. შოთა არველაძე მთელი გულით დაეხარება ამ სასიკეთო ინიციატივას. აქვე გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია საქართველოში აქტიურად მუშაობს. უკვე დასრულდა GIP-ის პროექტები: "დავეხმაროთ ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანებს", ფსიქიკური ჯანმრთელობა და შიდსი", "ფსიქო-პროექტი" და "სასამართლო ფსიქიატრია და პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა". ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ორგანიზაციის პროექტები: "საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობა", "სოციალური ინტეგრაცია და სტიგმის შემცირება", "ფსიქოსოციალური და პოსტ-ტრავმიანთა მოვლა", "სასამართლო ფსიქიატრია და პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა" (მეორე ნაწილი), განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერა" და "გორსა და ბუფერულ ზონებში ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მაცხოვრებლების დახმარება". როგორც ხედავთ, "გლობალური ინიციატივა ფსიქოლოგიაში" საკმაოდ აქტიურად ეხმარება ომგამოვლილ ქვეყანას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შოთა არველაძეს. აქვე გთავაზობთ ამ ზემოთ აღნიშნულ სოციალურ რეკლამას.