ახლახან შოთა არველაძე თურქეთში გახლდათ და იქაური
სუპერლიგის შეხვედრას, ”ქაისერისფორ” – ”ისტამბულს”(1:1) დაესწრო. ადრეც
გაუწყეთ, რომ შოთას ”ქაისერისფორში” იწვევენ მთავარ მწვრთნელად და
ტყუპისცალიც იმად ჩავიდა სტამბულში, რომ ადგილზე გაცნობოდა ვითარებას. შოთა
ამ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და
”ქაისერისფორის” ბაზაც
მოინახულა.
შოთა ახლა ამსტერდამშია და სურს, რომ ”ქაისერში” მისი
ასისტენტი მარტინ ჰაარი იყოს. ჰაარიც ამ დროსითვის ”ალკმაარის” ერთ-ერთი
მწვრთნელია და უნდა გადაწყვიტოს, შოთასთან ერთად წავა თუ არა ”ალკმაარიდან”
”ქაისერისფორში”. თუ ჰოლანდიელი შემოთავაზებას
დათანხმდება, შოთაც და ისიც მალევე გააფორმებენ კონტრაქტს სტამბულურ
კლუბთან.
www.arveladzefund.com