მოგეხსენებათ, პოლონეთის ექსტრაკლასადან
გავარდნილი "ოდრას" რიგებში 25 წლის ქართველი ნახევარმცველი კობა
შალამბერიძე გამოდის. მისით დაინტერესებულნი იყვნენ პოლონეთის
ექსტრაკლასაში მოასპარეზე გუნდები "ბელხატოვი", "ზაგლებიე" და "ვიძევი",
მაგრამ შალამბერიძემ პირველ ლიგაში თამაში არჩია და "ოდრასთან" ერთწლიანი
კონტრაქტი გააფორმა.
თუმცა კონტრაქტის პირობები განსხვავებულია. თუ
31 აგვისტომდე კობა ექსტრაკლასას რომელიმე გუნდიდან შემოთავაზებას მიიღებს,
მას საშუალება ექნება უპრობლემოდ დაბრუნდეს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში.
ამჟამად
კობა "ოდრასთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება. 7 ივლისს პოლონელებმა
ამხანაგური მატჩი ჩეხეთის მეორე ლიგის კლუბტან "ჰლუჩინთან" გამართეს და 1:3
იმარჯვეს. კობა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ,
რომ "ოდრას" რიგებში კობას 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით მეტოქის
კარის აღება ვერ მოახერხა.
fanebi.com