ხვალ, 20 მაისს, დღის 12 სათზე პრ ოფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი, გიორგი ფირცხალავა და გენერალური მდივანი, პაატა ბურჯალიანი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს ესტუმრებიან და არენის დირექციას შეხვდებიან. სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვთან შეხვედრაზე განიხილავენ მოახლოვებული თასის ფინალის საორგანიზაციო მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს. შეგახს ე ნებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მე - 20, საი უ ბილეო გათამ ა შების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 მაისს ბორის პაიჭა ძ ის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, ერთმანეთს დედაქალაქური კლუბები, თასის მოქმედი გამარჯვებული "დინამო” და ქვეყნის ექსჩემპიონი, "ვიტ ჯორჯია” შეხვდებიან.
პროფესიული ფეხბურთის ლიგის და სტადიონის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე განიხილავენ ამ ეტაპისთვის სტადიონზე არსებულ ვითარებას და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს, რომელთა ჩატრების შედეგადაც ეროვნული არენა ფინალურ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ფინალური შეხვედრა 17 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, ბილეთის ფასი 1 ლარია.