ქართველი ფეხბურთელი რომან
გოგინაშვილი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანულ ,,ოლიმპიკ-შუვალან’’-ში
ასპარეზობდა, მისი კლუბიდან გაშვების მიზეზს აბსურდულს უწოდებს.
საქმე იმაშია, რომ ,,ოლიმპიკი’’-დან იგი იმ მოტივით გაუშვეს, რომ
თითქოს ც-ჰეპატიტით იყო ავად. ამაზე რომან გოგინაშვილმა
azerisport.com-თან ინტერვიუში ისაუბრა.
,,ტრავმის მერე მე ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და სრულიად ჯანმრთელი ვარ.
ყოველ-დღე ბასეინზე დავდივარ და ჩემი ც-ჰეპატიტით დაავადება, რომ მართალი
იყოს ვინ შემიშვებდა სხვებთან ერთად საცურაოდ? ასე, რომ ჩემი გაშვების
სხვა მოტივის მოძებნა მოუწევთ’’.
championat.ge