რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-9 ტურში მოსკოვის ”სპარტაკმა” მახაჩყალის ”ანჟის” უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.
სტუმართა რიგებში მხოლოდ ერთი ქართველი ვიხილეთ ძირითად შემადგენლობაში - დავით კვირკველიამ მოედნიდან დამატებულ წუთებზე გაიყვანეს.
გოჩა ხოჯავა მე-60 წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი ილურიძე 75-ზე. ამ მომენტისათვის ანგარიში უკვე 2:0 იყო. როგორც ”ანჟის” მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კომენტარებში აღნიშნავს, გოჩა ჯერ არ არის იმისთვის მზად, რომ 90 წუთი დაჰყოს მინდორზე.
ისევ სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ ნუკრი რევიშვილი, ხოლო ბარაბაძე და არზიანი განაცხადშიც არ იყვნენ.
მოულოდნელი იყო ”სპარტაკის” ქართველი ტალანტის ჯანო ანანიძის არყოფნაც. ჯანომ წინა სეხვედრა საუცხოვოდ ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, ჯანოს სიცხემ აუწია და ამიტომაც მოუწია ამ შეხვედრის გამოტოვება. იგივე დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმაც პრესასთან საუბრის დროს.
”ანჟი” 9 ქულით მეთორმეტე ადგილზე იმყოფება, ”სპარტაკი” 16 ქულით მეხუთეა.