ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » ყენიამ ვარჯიში დაიწყო: გაფორმდება ახალი კონტრაქტი?
00:07 ყენიამ ვარჯიში დაიწყო: გაფორმდება ახალი კონტრაქტი? |
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს” გამთამაშებელმა
ლევან ყენიამ, ვარჯიში დაიწყო. როგორც "სპორტულმა ამბებმა” შეიტყო, 19
წლის ყენია ჯერ ინდივიდუალურად ემზადება, თუმცა, "შალკეს” ფეხბურთელებთან
ერთად "კვადრატშიც” ჩაერთო და უახლოეს დღეებში, ნელ-ნელა გაზრდის
დატვირთვებს. თუ კიდევ რაიმე "ხათაბალა” არ გამოვარდა, ლევანი ბუნდესლიგის
სტარტს მწყობრში შეხვდება.
შეხსენებისთვის, ყენიას გასული წლის ნოემბრიდან არ უთამაშია, კოჭზე
ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და მკურნალობამ მოსალოდნელზე დიდხანს გასტანა.
ორი თვის წინ, კიდევ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
და კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ყენიაზე: ლევანს 2012 წელს უსრულდება
"ხუმარებთან” ხელშეკრულება, მაგრამ კლუბმა 2014 წლამდე შესთავაზა
კონტრაქტის გაგრძელება – ცხადია, გაუმჯობესებული პირობებით. თუმცა,
ფეხბურთელი ჯერ ფიქრობს ამ წინადადებაზე და გადაწყვეტილება არ მიუღია.
ისე, რურის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა, ლევანის
ტრავმიანობის პერიოდშიც კი განაცხადა, რომ ქართველის ძალიან ეიმედება და
ამას საქმითაც ამტკიცებს: უშუალოდ ყენიას პოზიციაზე, არცერთი ფეხბურთელი არ
შეუძენია... "შალკეს” მყვირალა ტრანსფერი კი მალე განხორციელდება –
გადაწყვეტილია, რომ ლეგენდარული ესპანელი რაული, მალე ჩავა გელზენკირხენში
და კონტრაქტს გააფორმებს.
"მსოფლიო სპორტი"
|
ნანახია: 856 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|