ევროპაში ფიფას
პროგრამების მენეჯერი ევა პასკიე 4 მაისს თბილისს ერთ დღიანი სამუშაო
ვიზიტით ეწვია.
ფიფას
მაღალჩინოსანმა ვიზიტი საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის ახლად გარემონტებული შენობის დათვალიერებით დაიწყო. შემდეგ, კი პირველი შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად
სიჭინავასა და გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან გამართა.
ევა პასკიე
სფფ–ს სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა
ფიფას პროგრამების განხორციელების გზებს. ისაუბრეს ასევე ფედერაციის
მართვის სისტემის გაუმჯობესების, მარკეტინგის, კომუნიკაციების, მედიასა და გულშემატკივართან ურთიერთობების უახლეს
ტექნოლოგიებზე. ასევე ხაზი გაესვა ბავშვთა
ფეხბურთის, ქალთა ფეხბურთის, ფუტსალის განვითარებისა და უნარშეზღუდულ პირთა
სპორტის ამ სახეობაში ჩართვის საკითხის მნიშვნელობას.
ვიზიტის მეორე
ნაწილი საგურამოში მდებარე საფეხბურთო ბაზისა და ტექნიკური ცენტრის „ბასას"
დათვალიერებას დაეთმო. სფფ–ს გენერალურმა მდივანმა ევა პასკიეს აღნიშნული
ობიექტების განვითარების გეგმა გააცნო. ევროპელმა
სტუმარმა სფფ–ს ახალ ხელმძღვანელობას დასახული მიზნების განხორციელებაში
სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სფფ–ს პრესსამსახური
|